2016 წელს გარდაცვალებულთა 49% ქალი იყო, 51% კაცი, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი ასაკის მიხედვით ყველაზე მაღალი 80 წლის ზემოთაა ქალებშიც და კაცებშიც. ქალების 50% და კაცების 27% სწორედ ამ ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია ის რომ 20-29 წლის ასაკში კაცების 2%, 30-39 წლის ასაკში 3%, 40-49 წლის ასაკში 6%, 50-59 წლის ასაკში 14%, 60-69 წლის ასაკში 20%, 70-79 წლის ასაკში 26% მოკვდა.
25 ათასი გარდაცვლილი ქალიდან 12%-ის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა , 39 %-ის სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები. 49%-ის კი სხვა ავადმყოფობები. კაცების შემთხვევაში 26 ათასიდან სიმსივნე გახდა 15%-ის გარდაცვალების მიზეზი, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები 32%, განზრახ თვითდაზიანება და თავდასხმა1%, სხვა ავადმყოფობები 52%.
2016 წელს თვითმკვლელობების სტატისტიკა ასეთია.2016 წელს 2006 წელთან შედარებით ქალებში თვითმკვლელობათა რაოდენობა 2.8-ჯერ, ხოლო კაცებში 2.3-ჯერ გაიზარდა.
2016 წელს ქალების შემთხვევაში თვითმკვლელობის 6% 15 წლამდე ასაკში მოხდა, 10% 15-19 ასაკში, 84% კი 20 წლის ზემოთ, კაცების შემთხვევაში 15-19 წლის ასაკში 5%, 20 წლის ზემოთ 95%. 2016 წელს 31 ქალმა და 130 კაცმა მოიკლა თავი.
2016 წლის მონაცემებით ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა დაახლოებით 70 % რეგისტრირებულ ქორწინებაში დაიბადა. პირველი შვილის შემთხვევაში სქესთა თანაფარდობა ასეთია 100 გოგოზე 102 ბიჭი, მეორე შვილის შემთხვევაში 100/103, ხოლო მესამე და შემდეგი შვილის შემთხვევაში 100 გოგოზე 112 ბიჭი.
2000 წლიდან 2012 წლამდე რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2016 წელს 2012 წელთან შედარებით რიცხოვნობა 13.0%-ით შემცირდა. აბორტების 96.0% 20-44 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
მასალის გამოყენების პირობები






