კვერცხუჯრედის ბანკი - ინოვაციური სერვისი მედვიზიტ გლობალისგან მორიგი სიახლე ინ ვიტრო
საზოგადოება - 00:22, 03 Nov, 2017     6948
განაყოფიერებაში - მედვიზიტ გლობალი პაციენტებს კვერცხუჯრედების ბანკის სერვისს სთავაზობს.

სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო ცენტრი “მედვიზიტ გლობალი “, რომელიც მუდმივად ამკვიდრებს ინოვაციურ სერვისებს ხელოვნური განაყოფიერების სფეროში, პირველად საქართველოში, იწყებს ინოვაციურ პროგრამას და ქართველ პოტენციურ მშობლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლონ დონორთა გაყინული კვერჯხუჯრედის ბანკით.

კვერცხუჯრედთა ბანკის გამოყენების უპირატესობები

კვერცხუჯრედების მიღება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, რაც პაციენტებს თავიდან აარიდებს ლოდინის პროცესს. გაყინული კვერცხუჯრედების ბანკის გამოყენება ასევე თავიდან აგაცილებთ სამედიცინო რისკებს, რაც შეიძლება გამოიკვეთოს დონორის სამედიცინო მომზადების პროცესში (სტიმულაციის მიმართ არასათანადო რეაქცია, კვერცხუჯრედების ზრდისა და განვითარების შეფერხება).

პაციენტი ასევე დაზღვეულია შერჩეული დონორის მიერ დონაციაზე უარის თქმისგან (უცაბედი პირადი ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე). გაყინული კვერცხუჯრედები უკვე მიღებულია დონორისგან და მზადაა გამოყენებისთვის.

შესაბამისად, პაციენტს (პოტენციურ მშობელს) არ უწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება დონაციის შედეგი, რამდენ კვერცხუჯრედს მიიღებს და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაწყვეტს ისარგებლოს კვერცხუჯრედების ბანკით, შეუძლია თავისუფლად დაგეგმოს ინ ვიტრო პროცედურის თარიღი.

სტანდარტული დონაციის პროგრამის შემთხვევაში ხდება კვერცხუჯრედის დონორისა და პაციენტის სინქტორნიზაცია, რაც დამოკიდებულია მათ მენსტრუალურ ციკლზე და მოითხოვს დროს.

კვერჯხუჯრედის ბანკის გამოყენების შემთხვევაში ეს დროის ფაქტორი მოხსნილია და პაციენტს არ უწევს ლოდინი, რაც ძალიან კომფორტულია და მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას.

რამდენად ეფექტური და ხელმისაწვდომია აღნიშნული პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის?

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და აღსანიშნავი ფაქტორი მისი ხელმისაწვდომობაა. კვერცხუჯრედის ბანკის გამოყენება ბევრად უფრო იაფი უჯდება პაციენტს, ვიდრე სტანდარტული დონაციის პროგრამა. რაც შეეხება ეფექტურობას, კვლევების შედეგად დადგენიალია რომ გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენება უტოლდება სტანდარტული დონაციის პროგრამით მიღებული კვერცხუჯრედების ეფექტურობას. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დონორების შერჩევა/გამოკვლევას, კვალიფიციური მედპერსონალი აწარმოებს.

აღნიშნული პროგრამის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობს „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტებს?

ქალებს, რომელთაც არ სურთ, ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები, ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები, ვთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე, შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. აღნიშნული მეთოდი, ასევე, გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე. ჩვენ ვთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი. წყვილებს, რომლებიც მიმართავენ არა კვერცხუჯრედის ბანკს, არამედ ხელოვნურ განაყოფიერებას, რას სთავაზობთ? „მედვიზიტ გლობალი“ სრულიად ინოვაციურ სერვისს სთავაზობს პაციენტებს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, სტანდარტული პროგრამებისგან, რასაც დღემდე სთავაზობდნენ საქართველოში. კონკრეტული ფიქსირებული თანხის ფარგლებში, წყვილს, რომელიც საჭიროებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, შეუძლია მიიღოს გარანტირებული შედეგი.

წყვილებს, რომლებიც მიმართავენ არა კვერცხუჯრედის ბანკს, არამედ ხელოვნურ განაყოფიერებას, რას სთავაზობთ?

„მედვიზიტ გლობალი“ სრულიად ინოვაციურ სერვისს სთავაზობს პაციენტებს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, სტანდარტული პროგრამებისგან, რასაც დღემდე სთავაზობდნენ საქართველოში. კონკრეტული ფიქსირებული თანხის ფარგლებში, წყვილს, რომელიც საჭიროებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, შეუძლია მიიღოს გარანტირებული შედეგი.

დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი და ჩვენ მოხარულები ვართ, შევთავაზოთ ეს მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი პროგრამა მომავალ მშობლებს.

რას ნიშნავს გარანტირებული პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, პაციენტი იხდის კონკრეტულ ფიქსირებულ თანხას და იღებს ულიმიტო რაოდენობის ხელოვნური განაყოფიერების (ინ ვიტრო) პროცედურას სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქსირებულ თანხად კლინიკა ატარებს ხელოვნური განაყოფიერების (ინ ვიტრო) პროცედურებს, სანამ ბავშვი არ დაიბადება.

დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ: 599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:

medvisitglobal.com

ან გვეწვიეთ „ფეისბუკის“ გვერდზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42