1 ნოემბერს „მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day იწყება
საზოგადოება - 18:20, 01 Nov, 2017     1107
„მაკდონალდსი“ McHappyDay-ს ფარგლებში წელს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებზე ზრუნავს: აქციიდან შემოსული თანხა არასამთავრობო ორგანზაციას - „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ გადაეცემა და მთლიანად უზრუნველყოფს როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობას, ასევე სპეციალისტების A.B.A პროგრამის მიხედვით გადამზადებას.

საქართველოში ყოველ მეასე ბავშვს აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნება. პატარების პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და თერაპიის დროულად დაწყება. სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონები აუტიზმის ცენტრების და შესაბამისად, სენსორული ოთახების სიმცირით გამოირჩევა — ბენეფიციარებს მომსახურების მისაღებად თბილისში უწევთ ჩასვლა. სენსორული ოთახი კი აუტიზმის სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების თერაპიის აუცილებელი ელემენტია.

„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავაც ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ.

Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად „მაკდონალდსმა“ კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი და ჩანთა. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება.

2016 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსმა“ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42