აზერბაიჯანული თეატრი ფესტივალის სპეციალური პრიზით დაბრუნდა თბილისში. ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, თურქეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. აზერბაიჯანული თეატრის დასმა ქ. ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში სტამბოლის, აზერბაიჯანის, ანტალიის, ალანიას, ბურსას დრამატული, მუსიკალური და თოჯინების თეატრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, ფესტივალზე ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილის პიესით „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები-შეილა ჯაფაროვა, ლეილა კასუმოვა, თურგაი ველი ზადე, აიდა თაგიევა, ნამიგ მუსაევი, აისელი მამედოვა.
სამ ენოვან სპექტაკლში აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად, ცნობილი თურქი მსახიობი, ნეჯათი ზენგინიც მონაწილეობდა (ქ. ტრაბზონი), მან დარისპანის როლი თურქულ ენაზე ითამაშა.
დამდგმელი რეჟისორია ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ქ. ადანას მუნიციპალურ და თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის სამომავლო გეგმები დაისახა. გამოითქვა სურვილი ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების მომზადების.
აზერბაიჯანული თეატრის დასი დღეს დილით დაბრუნდა და თბილისში ფესტივალის სპეციალური პრიზი ჩამოიტანა.
მასალის გამოყენების პირობები