უახლოეს დღეებში სურსათი, მინიმუმ, 5%-ით გაძვირდება
საზოგადოება - 11:20, 01 Nov, 2017     3838
სამომხმარებლო ბაზარი მორიგი გაძვირებისთვის ემზადება. იმპორტიორები უკვე ამბობენ, რომ არსებული ფასების შენარჩუნება შეუძლებელია და უახლოეს დღეებში ყველა პროდუქტზე ფასის მინიმუმ 5%-იანი მატება გარდაუვალია. ისიც იმ პირობებში, თუ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე დარჩება. გაძვირება შეეხება აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს - როგორც იმპორტირებულს, ასევე ადგილობრივს.


ცხადია, არსებულ დონეზე არც საწვავის ფასი გაჩერდება, რომელიც სულ ახლახან დაკორექტირდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი წლის ბოლოს ინფლაციას გაზრდის, რომელიც ისედაც ბოლო წლების მაქსიმუმზეა. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა იმდენი "მოახერხეს", რომ სიტუაცია თანდათან გამოუვალი ხდება.

ლარის თავბრუდამხვევმა და უმიზეზო გაუფასურებამ ფასების ზრდა გარდაუვალი გახადა. იმპორტიორების ვარაუდით, უახლოეს დღეებში სურსათზე 5-10%-ის ფარგლებში ფასი მასობრივად ყველა სავაჭრო ობიექტში მოიმატებს. ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ სხვადსხვა პროდუქტზე ფასს უკვე ცვლიან.

კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ივა ჭყონია პირველ ეტაპზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გაძვირებას ვარაუდობს, შემდეგ კი ცვლილება თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს შეეხება.

"ისეთი პროდუქცია, რომელიც ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობს, მაღალი ლიკვიდობით ხასიათდება. ასეთია, ვთქვათ, შაქარი და ფქვილი, რომლის გაძვირებასაც ველოდებით. ცხადია, ყოველდღიური მოხმარების სხვა პროდუქტებზეც მოიმატებს ფასი, მაგრამ ჯერჯერობით იმპორტიორები თავს იკავებენ, რადგან უცნობია, რა ნიშნულს დაიჭერს ლარი გრძელვადიან პერიოდში.

უკვე პანიკასაც არ აქვს აზრი, ურთულეს მდგომარეობაში ვართ. უამრავ დაბრკოლებას გაუძლო ბიზნესმა ლარის გაუფასურების გამო და ისევ ამ გამოწვევის წინაშეა. ველოდებით, რომ წონასწორობის ახალი წერტილი დაიჭიროს ეროვნულმა ვალუტამ, რის შესაბამისადაც ფასები დაკორექტირდება. 1 კვირის განმავლობაში ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და ეს რეალიზაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს", - ამბობს ჭყონია.

მისი თქმით, ლარის გაუფასურება არ ყოფილა მოულოდნელი, მაგრამ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჭყონია იმედოვნებს, რომ მთავრობა ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ დაუშვებს.

"ზედიზედ რამდენიმე თვეა, აქტიურად მიდის საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ ლარი დევალვაციას განაგრძობს. პოლიტიკური პროცესის გარეშეც, წლის ამ პერიოდში კურსი ყოველთვის მატულობს, ასეა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ძირითადად ოქტომბრის ბოლოდან უფასურდება ლარი, იმპორტზეც მეტი მოთხოვნაა, ახალი წელი ახლოვდება და შემოტანილი პროდუქტის რეალიზაცია მატულობს. შესაბამისად, მეტი მოთხოვნა ჩნდება დოლარზე და ესეც განაპირობებს ლარის კურსზე გავლენას.

მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ დაუშვებს და შესაბამის ზომებს მიიღებს, რომ პანიკის საფუძველი არ გამოიწვის კურსმა. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში ფასები 3-5%-ით გაძვირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არსებულ მაჩვენებელზე გაჩერდება კურსი. თუ 2,60-იან ნიშნულს საფუძვლიანად გადააბიჯებს, გაცილებით მაღალ ფასებს მივიღებთ. შეიძლება, ტანსაცმელსა და ტექნიკაზე ფასები შენარჩუნდეს, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ პირველადი მოხმარების საქონელზე ფასის ზრდა გარდაუვალია", - ამბობს ჭყონია.

ბიზნესმენების ნაწილი ეროვნული ბანკის უნიათობაზე საუბრობს და ლარზე პასუხისმგებლობასაც მასვე აკისრებს. ლაშა პაპაშვილის განცხადებით, რაც ეროვნულ ვალუტას სჭირს, სებ-ის არასწორი მუშაობის შედეგია.

"კურსი ძალიან ცუდ მოლოდინს აჩენს. შოკია პირდაპირ ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ ვიცი, რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი. ყველა საშუალება აქვს, რომ ასეთი რყვევა არ იყოს. ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს და მაინც უშვებს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას, რაც მის უნიათობაზე მიუთითებს. არანაირი საგარეო ფაქტორი არ არის. ეს არის მხოლოდ ეროვნული ბანკის არასწორი მუშაობა.

როცა ასეთ შოკს უკეთებ ბიზნესს, რა თქმა უნდა, პრობლემიდან გამოსვლას დრო სჭირდება. იზრდება უნდობლობა, ემოციური შესყიდვები დოლარისა და ა.შ." - განუცხადა "საქმის კურსს" ბიზნესმენმა.

ლარის გაუფასურებასა და ამ პროცესის ინფლაციაზე გავლენას აფასებენ ექსპერტებიც, რომელთა პროგნოზითაც, წლის ბოლოს მთავრობას ინფლაცია გაექცევა და მისი გავლენა მოსახლეობის მდგომარეობაზე კატასტროფის ტოლფასი იქნება. ასე ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე, რომლის შეფასებითაც, ლარის კურსის გამო რეგიონებში მღელვარებაა.

"ფასების ზრდის პროცესი დაიწყო და მას კარგი დასასრული ნამდვილად არ ექნება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში პროდუქტი მასობრვად გაძვირდება. ლარი არ იძლევა საშუალებას, რომ ბაზარს სტაბილურობა დაეტყოს. რეგიონებში მღელვარებაა, ხალხს მისი ბედი ძალიან აშინებს. იმპორტიორების ნაწილი სარგებლობს აჟიოტაჟით, მოლოდინით და აძვირებს პროდუქციას, რომელიც უკვე აქვს შემოტანილი. ეროვნულმა ბანკმა დევალვაციის შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებები თუ არ გაატარა, გაცილებით მძიმე სურათს მივიღებთ.

ფასების ზრდა გაგრძელდება და ეს ინფლაციურ პროცესებზეც უარყოფითად აისახება. ვფიქრობ, წლიური ინფლაცია ორჯერ გადააჭარბებს მიზნობრივს, რაც მომავალში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას გამოიწვევს. ქვეყნისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია.

სებ-ი არანაირ განმარტებას არ აკეთებს და მისი პოზიცია საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, რაც უარყოფით მოლოდინს ამძაფრებს. ცხადია, უმოქმედოდ არ არიან, მაგრამ არც გაკეთებული საქმე ჩანს.

კურსს სასიკეთო ჯერ არაფერი ეტყობა. ასე თუ გაგრძელდა, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შემოტანილი პროდუქციის ძველი მარაგი ამოიწურება და დაიწყება ახალი პარტიის შემოტანა. გაზრდილი კურსით შეძენილი საქონელი მომხმარებელს გაუძვირდება, ამ რეალობას ვერსად გავექცევით", - ამბობს აროშიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი კი ამტკიცებს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს საშიშრობა არ ემუქრება და თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ისინი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

წყარო: "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42