„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იყო, ჰოლანდიელი ხალხი არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. ჩემს გარდა იქ ყველა კაპიტანს ეკეთა და ვერავინ წარმოიდგინა და ვერც ხვდებიან რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია და არც მსიამოვნებს, ჩემი საქმე სპორტია, ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს იმას ვაკეთებდე. ეს გარკვეული ფაქტი, კამპანია, ინციდენტი, სკანდალი, რა ვიცი რა არ უწოდეს ამას, ეს იყო ჩვეულებრივი თამაში, ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა, შეიძლება მე საერთოდ არ მეთამაშა და ჩემი გუნდელი ყოფილიყო და მაგ მომენტში ხომ ქართველი არ იქნებოდა? მე ვარ კაპიტანი წლებია, მარტო ამ თამაშისთვის ხომ არ დამნიშნეს?“- განაცხადა კაშიამ.
როგორც გურამ კაშია რ2-თან აცხადებს, ის ნებისმიერი ჯგუფის მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგია:
„მე ყოველთვის აგრესიის წინააღმდეგი ვარ, არა მარტო გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიმართ, არამედ ბავშვების, ქალის, კაცის, შავის, თეთრის, რელიგიის მიმართ. მე ვთქვი რომ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგი ვარ და ჩემი აზრით ყველა ასე უნდა იყოს.“- აცხადებს გურამ კაშია.
მასალის გამოყენების პირობები






