33 წლის მაკას საკუთარი ძალებით გადაადგილება არ შეუძლია - როგორ იბრძვის ძმა დის გადასარჩენად
საზოგადოება - 17:49, 31 Oct, 2017     1548
ადამინის ცხოვრებაში შეიძლება შეიქმნას ისეთი ურთულესი სიტუაცია, როდესაც დამოუკიდებლად მას არ ძალუძს მისი დაძლევა, ხანდახან კი დგება ისეთი მომენტი, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ მას დაეხმაროს...

მაკა ტუღუში ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში დაიბადა. 33 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა და შრომის უუნარო გახდა. მისი ორი ყველაზე დიდი ოცნება – საკუთარი ოჯახის შექმნა და პედაგოგის კარიერა, რომლისკენაც მიილტვოდა მთელი სიცოცხლე, აწი უკვე აუხდენელია, ახლა მისთვის მთავარია, რომ სულით არ დაეცეს და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლის თითოეული წამისთვის!

სისხლში შაქრის გადამეტებული რაოდენობის და ფილტვების უკმარისობის გამო, მაკა ოთხჯერ იყო ჩავარდნილი კომაში და არ არის გამორიცხული მისი განმეორება. მხედველობის დაკარგვა, ინსულტი, С ჰეპატიტი ართულებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.

მაკას არ შეუძლია საკუთარი ძალებით გადაადგილება, საშინელი ტკივილები არ ასვენებენ, მისი სული კი უიმედობისგან და სოცოდაობისგან იტანჯება. კიდევ კარგი, რომ მის გვერდით არის საკუთარი ძმა – ირაკლი, რომელიც უვლის საწოლს მიჯაჭვულ დას, ხოლო მისი მორალური მხარდაჭერა სიკვდილისგან იცავს მაკას.

თავად ირაკლი ტუღუშის ადამიანური ისტორიაც ძალზე ნაღვლიანია. როდესაც იგი ჩვენს ფონდში დახმარებისთვის მოვიდა, გამოუვალი მდგომარეობისგან ვერ იკავებდა ცრემლებს. კვირაში სამჯერ მას მიჰყავს მისი და გადასხმებისთვის რაიონულ საავადმყოფოში, რომელიც სოფლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. საშინელი გზები, ავტომანქანაში გამუდმებული ნჯღრევა ავადმყოფისთვის ძალზე საშიშია, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი მძიმე ტვირთად აწვება ირაკლის. მაგრამ რას არ გააკეთებ საკუთარი დისთვის, რათა ამ უკანასკნელმა იცოცხლოს რაც შეიძლება უფრო მეტხანს და თავი არ იგრძნოს მიტოვებულად და გარიყულად. რომ არა ირაკლი, მაკა უკვე ცოცხალი არ იქნებოდა …

თუმცა, ირაკლის ჰქონდა შესაძლებობა მიეტოვებინა ეს “ტვირთი”, უცხოეთში წასულიყო და კმაყოფილებაში ეცხოვრა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა შტანგის აწევაში (https://www.youtube.com/watch?v=e2VG3LVfBWQ და თურქეთიდან მიიღო წინადადება ტურნირებში ამ ქვეყნის სახელით გამოსვლის და ახალგაზრდა ძალოსნების მომზადების შესახებ. რა თქმა უნდა, გამომუშავებული თანხა მას შეეძლო გამოეგზავნა ოჯახში დისთვის მომვლელის დაქირავებისა და მედიკამენტების შესაძენად … მაგრამ, მან ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან საქართველოს სიყვარულმა ყველაფერი დანარჩენი გადაძლია. აი, ასე დარჩა იგი საკუთარ სოფელში სნეულ დასთან ერთად და რის ვაი–ვაგლახით უმკლავდება მისი ოჯახის მძიმე ხვედრს.

ახლა ირაკლის წინაშე, ერთი შეხედვით, დგას გადაუჭრელი პრობლემა – როგორ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მისთვის საყვარელ ადამიანს?! სად იშოვოს მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა, მითუმეტეს რომ მწირი შემოსავალი არც წამლებზე, არც ჰიგიენურ საშუალებებზე და არც რაიონულ საავადმყოფოში სატრანსპორტო ხარჯებზე არ ჰყოფნის.

მეგობრებო, ტუღუშების ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, გამოავლინეთ სიკეთე და დაეხმარეთ მათ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე ამ უსასოო ახალგაზრდა ქალს! თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ მისთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები. თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება : მაკა ტუღუში) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:

032 219 33 21

+995 577 92 40 45

(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ! ღმერთი თქვენსკენ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42