პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა
საზოგადოება - 15:41, 31 Oct, 2017     981

27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან.

CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი - პაშა ბანკი

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები. ეკატერინე მიქაბაძემ, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა საქართვველოს ეკონომინიკური მონაცემები და ისაუბრა საგადასახადო პოლიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

პაშა ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩინგიზ აბდულაევმა დამსწრეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სასიკეთოდ წაადგება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და კონტაქტების დამყარებას.

აქვე Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა დააანონსა რიგით მეხუთე საერთაშორისო ღონისძიება „Caspian Energy Forum“, რომელიც 2018 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული ფორუმის საორგანიზაციო ნაწილს გაუძღვებიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia.

CEO Lunch Tbilisi-ის წლის ბოლო, რიგით მესამე შეხვედრა, 24 ნოემბერს გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

URL: www.caspianenergy.net; www.caspianenergy.org; www.caspianenergyforum.com

E-mail: info@caspianenergy.net; info@caspenergy.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42