ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები თბილისის მეტროში
საზოგადოება - 14:24, 31 Oct, 2017     2382

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს.

ახალი გადახდის აპარატების მუშაობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებსა და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. სწორედ აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ ინვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები.

ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

· თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;

· მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით;

· შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით;

· დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება;

· „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები თბილისის მეტროს ყველა სადგურში ეტაპობრივად განთავსდება და ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42