,,რაც ღვთისთვის მისაღებია, ის მისაღებია ჩვენთვის, ჩემთვის, კობიაშვილისთვის, მუჯირისთვის და საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისთვის. რაც მიუღებელია ღმერთისთვის, ის მიუღებელია ჩვენთვის. მე სხვას ვერაფერს ვერ დავამატებ“,- განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.
საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კრიტიკის სამიზნე გახდა. გურამ კაშიამ მათი ნეგატიური დამოკიდებულება Stonewall-ის თანასწორობის კამპანიაში მონაწილეობის გამო დაიმსახურა, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.
მის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას გურამ კაშია უცხოურ მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით ის ადამიანის თავისუფლების მხარდამჭერი და ძალადობის წინააღმდეგია, თავის ქმედებას არ ნანობს და მასზე პასუხისმგებლობას იღებს
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა კახა კალაძემ, ლევან კობიაშვილმა და სხვა ფეხბურთელებმა.
საქართველოს ერეოვნული ნაკრების წევრი და “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია მის წინააღმდეგ წარმოებული ჰომოფობიური კამპანიის საპასუხოდ გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.
“ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას! მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ,” – წერს გურამ კაშია.
მასალის გამოყენების პირობები






