ათშვილიანი დევნილი ოჯახის მოულოდნელი სიხარული
საზოგადოება - 14:10, 29 Oct, 2017     5303

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს.

პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.

საქველმოქმედო ფონდმა „გორმედმა“ პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი „Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა. ბავშვების მამის თქმით, მანქანა მათთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იქნება და ოჯახს მცირე მეწარმეობის დაწყებასა და შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება.

დევნილმა ოჯახმა მანქანასთან ერთად, კომპანია „Gulf“-სგან 1000 ლიტრი საწვავის ვაუჩერიც მიიღო საჩუქრად. „Elit Electronics“-ის გადაწყვეტილებით კი, პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ.

მომავალში, კომპანია „Gulf“ დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, მათ შორის პირველების ოჯახს საკუთრებაში სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები გადაეცა. დაკანონების პროცესის პარალელურად ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც მოხდა.

სამინისტრო მადლობას უხდის კერძო სექტორს დევნილი ოჯახისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის და კიდევ ერთხელ ულოცავს პირველების ოჯახს მე-10 შვილის შეძენას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42