თბილისში, დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ზარაფხანა.
ინფორმაციას საბროკერო კომპანია „Colliers International Georgia“ საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მყიდველმა სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭიროა თანხა - 2 100 000 (მათ შორის დაგროვილი გადასახადები და ჯარიმები) 2019 წლის მესამე კვარტლამდე გადაიხადოს.
საბროკერო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:

"ქონების აღწერა
იყიდება 16,000 კვ.მ-მდე კეთილმოწყობილი ფართობის მქონე 26,795 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკადასტრო კოდი: 01.13.02.005.009
სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა - $2,100,000.00 (მათ შორის დაგროვილი გადასახადები და ჯარიმები); $1,700,000.00 გადასახდელია 2019 წლის მესამე კვარტლამდე (გადახდები უნდა განხორციელდეს კვარტალურად); მფლობელი კმაყოფილი იქნება სამრეწველო საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის შესყიდვით(2,000 მ2 მდე მიწის ფასი $1,000,000.00).
ადგილმდებარეობა
ობიექტი მდებარეობს დიღმის მასივში, სადაც განლაგებულია საავადმყოფოები და კლინიკები. აღნიშნული ტერიტორიის მშვიდმა გარემომ განაპირობა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. ობიექტის უპირატესობას ასევე წარმოადგენს მისი სიახლოვე სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“, რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან და ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, სარეკრეაციო პარკსა და ტენისის მოედნებთან"
მასალის გამოყენების პირობები






