რატომ გადაასვენეს ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი რუსთავში - სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტებას აკეთებს
საზოგადოება - 17:56, 28 Oct, 2017     6353
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

სამხარაულის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ცხედრის რუსთავის ბიუროში გადასვენება განპირობებული იყო ტექნიკური საკითხით.
„სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით (ISO-17025) და ასევე, გახლავთ „სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის“ (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი. ზემოაღნიშნული ავალდებულებს ბიუროს განუხრელად დაიცვას ყველა ის სტანდარტი, რომელსაც იცავს ENFSI-ის წევრი ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებები.
სტანდარტი გულისხმობს, კონკრეტული ექსპერტიზების ჩატარების წესის დაცვის გარდა, სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად შრომის უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული ყოველწლიურად მკაცრად კონტროლდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დეპარტამენტში (თბილისი) მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების და სტანდარტების დაცვის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება ტექნიკური ხასიათის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, სატვირთო ლიფტის პროფილაქტიკური-სარემონტო სამუშაოები.

სატვირთო ლიფტით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ხდება გარდაცვლილების გადაყვანა სასექციო განყოფილებაში, რომელიც შენობის მე-4 სართულზე მდებარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ლიფტის გამართულობა.

პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვისას, წინასწარი შეტყობინებით ეცნობება შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა კონკრეტულ პერიოდში არ მოხდეს თბილისის დეპარტამენტში ცხედრების შემოყვანა და მათი გადანაწილება განხორციელდეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის ან გორის განყოფილებებში.

ა.წ. 19 ოქტომბერს, უმოკლეს ვადაში სატვირთო ლიფტზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2 დღით ლიფტის გაჩერების მოთხოვნით, ბიუროს მომართა კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „საქართველოს ლიფტების კომპანია“. ბიუროს მიერ კომპანიას გაეგზავნა საპასუხო წერილი 20 ოქტომბერს, რომელშიც მითითებული იყო, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა ა.წ. 25 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან 26 ოქტომბრის საღამოს 18:00 საათამდე.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ეცნობა შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა ამ პერიოდში გარდაცვლილი პირების გადასვენება მომხდარიყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის განყოფილებაში. დატვირთვის გაზრდის გამო, თბილისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების ნაწილი მივლინებულ იქნა რუსთავის სასამართლო-სამედიცინო განყოფილებაში.

სწორედ ამიტომ, ა.წ. აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილი 6 პირიდან, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის რუსთავის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში შეყვანამდე უკვე შეყვანილი იყო 4 გარდაცვლილი პირი და მის შემდგომ ამავე განყოფილებაში შეყვანილ იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი.

სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42