თბილისის 163-ე ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საზოგადოება - 17:30, 27 Oct, 2017     2864
თბილისის საჯარო ბაღებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის N163-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.

ბაღს ზაფხულის არდადეგების პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო ახალი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა და შეიღება შენობის მთელი ფასადი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის ეზოსაც, სადაც დაიგო ასფალტის საფარი, სათამაშო მოედნები მოპირკეთდა ქვაფენილით; ასევე, განახლდა ფერდის დამჭერი კედელი, რომელიც ბაღის თანამშრომლებმა დეკორატიულად მოხატეს. სარემონტო სამუშაოები შენობის შიგნითაც განხორციელდა - ბაგის ჯგუფებში გარემონტდა სველი წერტილები. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების ღონისძიება გაიმართა და მასში მონაწილეობა მებაღეებთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც მიიღეს.

ბავშვებმა დღეს შემოდგომის ზეიმიც გამართეს - შეასრულეს მუსიკალური ნომრები და სტუმრებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.

ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის 106 საბავშვო ბაღში ჩატარდა. სამუშაოები მოიცავდა როგორც შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის გზის საფარის რეაბილიტაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42