ანრიმ და იბრაჰიმოვიჩმა ბარსელონაში ერთად, ერთი სეზონი გაატარეს 2009-2010 წლებში. მათ დროს 4 ტიტულის მოპოვება გახდა შესაძლებელი, მათ შორის ლა ლიგაც. 7 წლის შედეგ ორი თავდამსხმელი ერთმანეთს ინტერვიუს დროს შეხვდა, რომელიც Sky Sports-ის მიერ იყო ორგანიზებული. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანრისთან საუბრისას ახსნა თავისი გადაწყვეტილება, თუ რატომ სურს 36 წლის ასაკში ისევ მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება, რომლის დატოვებაც ტრავმის გამო მოუწია:
„როგორც უკვე ვთქვი, მე ვბრუნდები იმის დასასრულებლად, რაც დავიწყე. ყველაფერი რაც პირველი სეზონის დროს შევქმენი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 3 ტიტული მოვიგეთ, არ დასრულდა ისე, როგორც მე და ხალხს უნდოდა. მიზანი პრემიერ ლიგაა და ჩემი მიზანი- მისი მოგება. “- გაანცხადა იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც ყველა დანარჩენი ჩემპიონატი აქვს მოგებული, რომელშიც მონაწილეობა მიუღია, შვედეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში და ესპანეთში.
მიმდინარე წლის აპრილში, იბრაჰიმოვიჩმა ევროპის ლიგის ჩემპიონატში ანდერლეხტთან თამაშისას მუხლზე სერიოზული დაზიანება მიიღო, მან უკვე განაახლა ინდივიდუალური წვრთნები, მაგრამ არ იცის, როდის ჩაერთვება შეჯიბრებაში. ხოსე მაურინიოს არ სურს მისი დაჩქარება და იმედოვნებს, რომ შვედი მოედანს იანვარში დაუბრუნდება, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ ზლატანი შესაძლოა ნოემბერშიც კი დაბრუნდეს.
იბრაჰიმოვიჩის თქმით, ტრავმის მიღება თავის სამომავლო გეგმებში გარკვევაში დაეხმარა:
„როდესაც დავიმტვერი, ჩემთვის გაადვილდა გადაწყვეტილების მიღება, ხელახლა დაწყება ჩემთვის გამოწვევად იქცა. კარიერის ბოლო წლებში ადამიანი თავისთავს უსვამს შეკითხვას, რამდენი ხანი შეუძლია თამაშის გაგრძელება, იწყებს ყოყმანს, მაგრამ ჩემმა ტრავმამ მე გამიადვილა ეს და მომცა მიზანი, დავბრუნდე და კვლავ ვითამაშო ფებურთი.“- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ინტერვიუს აზრი არ ექნებოდა, მისი საკულტო განცხადებების გარეშე და არც ამ ინტერვიუს ჩაუვლია სხვაგვარად:
„მე წავალ ისე, როგორც მოვედი, კოჭლობის გარეშე. მე წავალ ისე, როგორც მე გადავწყვიტე, თუნდაც ამისთვის წყალზე გავლა დამჭირდეს, ამას მაინც გავაკეთებ.“- აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.
მომზადებულია eurosport.fr-ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები