თსუ-ში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა და ქართველოლოგიის დარგში პრემია გაიცა
საზოგადოება - 14:19, 27 Oct, 2017     825
ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია გაიცა და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა სამეცნიერო პრემია გადასცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზოლდა ჩანტლაძეს ნა­შრომ­თა ციკლისთვის: 1. სვანეთის ფლორა; 2. სვანური ენის შესწავლის ისტორია.

ღონისძიებაზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა გოგებაშვილის პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „პრემიის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული სივრცისათვის. პრემიას გასცემს სპეციალური კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. კომისიაში არიან კომპეტენტური მეცნიერები, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში არჩევენ ვის მიენიჭოს ეს პრემია, ვისმა ნაშრომმა უფრო მეტი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური დარგის განვითარებაში.“

„ქართველოლოგიის დარგში ქართველი სპეციალისტებისათვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო. უცხოელ ქართველოლოგებს ანიჭებენ ივანე ჯავახიშვილის პრემიას, ქართველებს - იაკობ გოგებაშვილისას. პრემირებულია ჩემი ორი წიგნი: ,,სვანური ენის შესწავლის ისტორია’’ და ,,სვანეთის ფლორა’’. მე სვანური ენის სპეციალისტი და, საერთოდ, ქართველოლოგი გახლავართ. ყველაზე დიდ, მნიშვნელოვან მოვლენად ჩემს ცხოვრებაში მიმაჩნია ის, რომ პირველმა შევისწავლე კოდორის ხეობის მეტყველება, სვანთა მეტყველება და გადავარჩინეთ დაღუპვას რუსული თვითმფრინავების ავისმომასწავლებელ გრუხუნში მე და ჩემმა მოსწავლეებმა,“- აღნიშნა იზოლდა ჩანტლაძემ.

ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიას უნივერსიტეტი 2 წელიწადში ერთხელ გადასცემს საპრემიო წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს). პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ქართველოლოგიურ სამეცნიერო დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისათვის ქართველოლოგიის დარგში. სამეცნიერო პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარება.

2015 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია პირველად გადაეცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ გიორგი გოგო­ლაშ­ვი­ლს საპრემიოდ წარმოდგენილი ნა­შრომ­თა ციკ­ლისთვის – „სიბრძნე იაკობისა“, „ქართული სალიტერატურო ენა“ და „ქართული – ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“.

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები, რომელიც ხელს უწყობს ქართველოლოგიური დარგების განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42