„მთელ მსოფლიოში არის სოდომური ცოდვების, ათასი გარყვნილების და გათახსირების პროპაგანდა... ზოგიერთი სულმოკლე ქართველი უნებისყოფობით და ალბათ შეიძლება ითქვას ცნობიერი თუ არაცნობიერი გამყიდველობით ცდილობენ ამას ხელი შეუწყონ. ამას წინათ გამოვიდა კაცი, რომელიც ავირჩიეთ ქალაქის მერად მთელმა საქართველომ დიდი სიხარულით, გამოვიდა და ესეთი რამე თქვა, რომ ვიღაც კაშიაა ფეხბურთელი , საწყალი, თავისთავის უბედური, ავადმყოფია ეტყობა, გაიკეთა ის პიდარასტების დროშა მკლავზე, კაპიტანია გუნდის დასავლეთში, გამოვიდა და განაცხადა, რომ მეო მხარს ვუჭერ ამას ყველაფერსო. ბიჭო, აღშფოთება განაცხადა ქართველმა ხალხმა, საშინელი აღშფოთება, როგორ შეიძლებაქართველი კაცი ამ გათახსირებას, უზნეობას, სიბილწეს მხარს უჭერდეს. მერე კითხეს ახლა რომ მერად ავირჩიეთ, კახი კალაძეს, თქვენ რა აზრისა ხართო... ო, ძალიან კარგი რამეაო, ჩვენო დემოკრატები ვართო, ჩვენო თავისუფლების ხალხი ვართო და მივესალმებით ყოველგვარი აზრის გამოხატვასო, ჩვენო ვამაყობთო რომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონიო. ე.ი ძალიან კარგი ქნა იმ კაცმაო, რომ პიდარასტების დროშა გაიკეთაო... რა არის რა უბედურებაა, ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ქალაქის ხელმძღვანელი ამნაირ გათახსირებას უნდა ამბობდეს? ეს არის საქმე? ამის გულისთვის ჩაიქცა საქართველოში მილიონობით ქართველი მებრძოლის სისხლი, რომ დღეს ვიღაც, არ ვიცი, რა ვუწოდო იმ ადამიანს, ვიღაც ასეთი გამოდიოდეს და პიდარასტების აგიტაცია-პროპაგანდას აკეთებდეს საქართველოში და მის დედაქალაქში? ამის გულისთვის ეწამა 100 ათასი მოწამე? ეტყობა მისთვის მოდაში აღარ არის საქართველოს ისტორია და გმირული წარსული... ხელიდან არის ეს კაცი წასული, ესე გამოდის. ამას წინათ გამოვიდა პრეზიდენტი და იძახის მე მდიდარი სექსი მაქვსო, ეს გამოდის და იძახის პიდარასტობა კარგია და მისი პროპაგანდა კარგიაო, ვინ გკითხავთ თქვენო... თუ შენ იმას კარგად არა თვლი იმ პიდარასტობას და ლესბოსელობას, მაშინ როგორ ამბობ იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება კარგიაო, რისი გამოხატვის თავისუფლებაა კარგი? პიდარასტობის და ზნედაცემულობის? შენ შვილები არა გყავს? გინდა შენი შვილები ეგეთი იყვნენ? რახან შენ ამბობ რომ კარგია ეს გამოხატვა, მიგაჩნია რომ ეს ცოდვა კარგია და დაღუპული ხარ, წარწყმედილი ხარ და ჯოჯოხეთში ხარ... სამარცხვინოა საქართველოს დედაქალაქის ხელმძღვანელი ასეთ გათახსირებულობას ამბობდეს... ეს არის ფურუნკული რომელიც ძალიან მალე გასკდება, უფალი არ დაუშვებს ამ გათახსირებას საქართველოში. სუსტები ვართ ქართველები, ჯარი არა გვყავს, ეკონომიკა არა გვაქვს და გვიბრიყვებენ ამის გამო, აძლევენ შეკვეთას, თუ გინდა ფული მოგცეთ, თქვით რომ პიდარასტობა კარგია და ესენიც: კარგია, კარგია, კარგია იძახიან...“- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კრიტიკის სამიზნე გახდა. გურამ კაშიამ მათი ნეგატიური დამოკიდებულება Stonewall-ის თანასწორობის კამპანიაში მონაწილეობის გამო დაიმსახურა, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.
მის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას გურამ კაშია უცხოურ მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით ის ადამიანის თავისუფლების მხარდამჭერი და ძალადობის წინააღმდეგია, თავის ქმედებას არ ნანობს და მასზე პასუხისმგებლობას იღებს
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა კახა კალაძემ, ლევან კობიაშვილმა და სხვა ფეხბურთელებმა.
მასალის გამოყენების პირობები






