თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 09:51, 27 Oct, 2017     1833

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც საპატიო თბილისელების ბიოგრაფიასა და ღვაწლს აღწერს, სტუმრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარუდგინა.

ღონისძიებას, თბილისის საპატიო მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს მოქმედი წევრები და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს წევრობის კანდიდატები დაესწრნენ.

„ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის გამორჩეული ადამიანების განსაკუთრებულ მოღვაწეობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ფასდაუდებელია იმ 273 საპატიო თბილისელის ღვაწლი დედაქალაქის და სამშობლოს წინაშე, რომლებზეც აღნიშნული წიგნი მოგვითხრობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

წიგნი „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ თბილისის მერის ინიციატივით გამოიცა და მასში მოთხრობილია ყველა იმ ადამიანის დამსახურებები, რომელთაც თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1979 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მიენიჭათ. წიგნში მხატვრულად არის გადმოცემული საპატიო თბილისელების ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც თბილისის შესახებ პატარა ისტორიებს წარმოადგენს.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ღონისძიებას მუსიკალურად თბილისის „ბიგ ბენდი“ აფორმებდა.

ტექსტის ავტორი ირაკლი სამსონაძე, გამოცემის დიზაინერი კი ირინა აბჟანდაძეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42