"არტ გალერეა ვაკე"-ში "ევროარტის" ორგანიზებით, მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა გაიმართება
კულტურა - 16:00, 26 Oct, 2017     2213
„პროფილის ძიებაში“-ამ სახელწოდებით 1 ნოემბერს ფონდ „ევროარტის“ ორგანიზებით, ირ. აბაშიძის 47-ში მდებარე „არტ გალერეა ვაკე“-ში გაიხსნება აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა. ფონდის ამავე პროექტის ფარგლებში, ეს ექსპოზიცია 2018 წლის 5-12 იანვარს გერმანიაში, ქალაქ მაკოვსკის გალერეაში გამოიფინება.

„პროფილის ძიებაში“ - ნახატების სერია ახალგაზრდა მხატვრის მიერ ბავშვობაში შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს მოიცავს და ქართველი პუბლიკის წინაშე წარმოადგენს მარიამ ხორავას მიერ, შემოქმედებითი ძიების დროს, საკუთარ თავში აღმოჩენილ ემოციურ სამყაროს. ამიტომაც ნახატებში მკაფიოდ ჩანს ახალგაზრდა მხატვრის ავტოპორტრეტული შტრიხები.

პორტრეტი, როგორც მრავალფეროვანი ადამიანური ემოციების, ფიქრის, აზროვნების თავმოყრის ან გაფანტულობის ადგილი - ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ ხორავას შათაგონება სწორედ ადამიანის სახეზე ასახული შინაგანი განცდებია.

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მარიამ ხორავა გზის დასაწყისშია და განცდებით სავსე, ხელოვნების უკიდეგანო სამყაროში მოგზაურობისთვის ემზადება. მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე კი წარმოდგენილია ემოციათა ობიექტური აღქმითა და სუბიექტური განცდებით შექმნილი პორტრეტების სერია, სადაც დამთვალიერებელმა შესაძლოა თავისი საკუთარი ემოციაც იპოვოს და გამოფენით შექმნილი შთნეჭდილებაც თან გაიყოლოს.

მარიამ ხორავას ოჯახი აფხაზეთიდან, ქალაქ გალიდანაა. მათ 1993 წელს აფხაზეთის კონფლიქტის გამო დატოვეს მშობლიური ქალაქი და დედაქალაქში გადმოვიდნენ. ახლგაზრდა მხატვარი დაიბადა თბილისში 1997 წლის 13 იანვარს. დაამთავრა თბილისის 172-ე სკოლა. ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება. 2015 წლიდან კი მარიამ ხორავა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია.

ინფორმაცია ფონდ „ევროარტის“ შესახებ:

ფონდი „ევროარტი“ ქართველ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განაგრძობს საყოველთაოდ აღიარებული უმაღლესი კლასის ხელოვანების პოპულარიზაციას და იწყებს პროექტების სერიას ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდასაჭერად, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.
ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის ახალი შანსების მიცემა - ფონდი "ევროარტის" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმრთულებაა.

ფონდი „ევროარტის“ და მისი პარტნიორი, ჰოლანდიური ფონდის „არტექოს“ (
www.festivaliberia.nl , www.artecho.nl), მთავარი მიზანია გააძლიეროს კულტურული ურთიერთობები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ხელოვნების პროექტების ორგანიზებით. ფონდის პორტფოლიო ითვლის მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებს, რომელთა წარმატებაზე მეტყველებს ათეულობით რეცენზია თუ სტატია ჰოლანდიურ და ქართულ მედიაში.
ფონდის წევრთა მრავალწლიანი გამოცდილება მიმართულია ახალი ინიციატივების განხორციელებისკენ. მათ შორის, ახალგაზრდებისათვის ახალი შანსებისა და შესაძლებლობის მიცემისკენ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42