გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზი აღნიშნული შეხვედრის შემდგომ პოზიტიურადაა განწყობილი.
ადვოკატისს თქმით, ბრალდებული იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ზიარების უფლება მიეცემა.
”მეუფე დიმიტრის ვიზიტი არ იყო ფორმალური. ის მართლა დაინტერესებული იყო ბევრი დეტალით და მამა გიორგისგან მიიღო მნიშვნელოვანი პასუხები, თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მამა გიორგი პოზიტიურადაა განწყობილი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ. მას 9 თვის განმავლობაში სურს, რომ გადაწყდეს მისი ზიარების საკითხი და ეს დღესაც დააფიქსირა მეუფესთან შეხვედრის დროს. მას იმედი აქვს და სურვილიც, რომ მისი ზიარება მალე მოხდება”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძეს შეხვდა. მანამდე კი ბრალდებული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრის მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები






