"აბსურდული და სასაცილო" - მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ პატრიარქს ქამარზე სეიფის გასაღები არ ჰკიდია, რომელშიც ანდერძია
საზოგადოება - 18:32, 25 Oct, 2017     4047
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მეუფე დიმიტრიმ, მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს უპასუხა.

მისი თქმით, ინფორმაცია აბსურდული და სასაცილოა. მეუფე დიმიტრი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი ქამარი და გასაღები, რომელზე წვდომაც მხოლოდ სოსო ოხანაშვილს აქვს.

მაღალმა იერარქმა განმარტა, რომ ანდერძი უბრალოდ პატრიარქის ერთი ხმაა, რეალურად კი გადაწყვეტილებას მოსაყდრის მიერ მოწვეული კრება იღებს.

„ბოლოს ვნახე ტარას შავშიშვილის განცხადება და გამაოგნა, რომ ვითომ პატრიარქს ქამარი აქვს და რომ ამ ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია, რომელზეც ხელი მხოლოდ სოსო ოხანაშვილს მიუწვდება. ამ სეიფში კი ანდერძია. ეს ყველაფერი უცნაურია, ასეთი რამ მე ზღაპრებში წამიკითხავს, ეს იმდენად სასაცილო რამეა და მოგონილი თემაა. პატრიარქი ტოვებს ანდერძს, ხოლო ეს არის მისი ერთი ხმა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევაში, როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ეს მოსაყდრე იწვევს კრებას პატრიარქის ასარჩევად და მიწას უნდა მიაბაროს გარდაცვლილი. ეს არის სულ მისი ფუნქცია და ეს არის თუ არა სოსო ოხანაშვილთან შეთანხმებული, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42