"ყველაზე მეტად თუ ვისმეს უნდა, რომ მამა გიორგი გამართლდეს და უდანაშაულო დარჩეს, ერთ-ერთი მე ვარ, მერწმუნეთ, - თქვა მიტროპოლიტმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ.
ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ, რომელიც პატრიარქის პოზიციას შეეხებოდა, მეუფემ განაცხადა, რომ პატრიარქი მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით ისევე გაორებულ მდგომარეობაშია.
„პატრიარქი ისევე გაორებულ მდგომარეობაშია, როგორც თითოეული ჩვენგანი ვართ. „ცის ჩამოქცევა უწოდა“ გახსოვთ თქვენ. თვითონ პატრიარქი ჩვენ ყველას გვანუგეშებს და თავისთავად მასაც, რომ ის ამის ჩამდენი არ უნდა იყოს. ყველაზე მეტად თუ ვინმეს უნდა, რომ მამა გიორგი გამართლდეს და უდანაშაულო დარჩეს, ერთ–ერთი მე ვარ, მერწმუნეთ...
პატრიარქთან ამ თემებზეც ვისაუბრეთ. მინდა გითხრათ, რომ ყველა ვართ თავზარდაცემულები. თავიდანაც ასევე იყო, როდესაც გერმანიაში მოხვდა. ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა ამ ყოველივეს, თუ შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო“,-განაცხადამიტროპოლიტმა დიმიტრიმ.
მასალის გამოყენების პირობები






