საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. კობიაშვილს კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა თავის ფეისბუკ გვერდზე გურამ კაშიას ფოტო გააზიარა.

კაშიას თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც, იმის მიუხედავად რომ კალაძეს კონკრეტულად "ვიტესის" კაპიტნის თანასწორობის კამპანიაში მონაწილეობაზე არ უსაუბრია, მან ხაზი გაუსვა ანტიდისრიმინაციული კანონის მნიშვნელობას და განაცხადა რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.
მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.” -განაცხადა კახი კალაძემ.
კაშიას ქმედება დადებითად შეაფასა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ.
მის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას გურამ კაშია უცხოურ მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით ის ადამიანის თავისუფლების მხარდამჭერი და ძალადობის წინააღმდეგია, თავის ქმედებას არ ნანობს და მასზე პასუხისმგებლობას იღებს:
მასალის გამოყენების პირობები






