როგორც დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ მეუფემ აღნიშნა, საუბარი მამა გიორგი მამალაძის ბიზნეს საქმიანობას ეხებოდა.
“მე ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული მამა გიორგი გამართლდეს," - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.
ამასთან მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, მამალაძესთან შეკვეთილ სტატიებთან დაკავშირებით მკაცრი საუბარი ჰქონდა, თუმცა მისი თქმით დეკანოზმა შეკვეთილ სტატიებთან კავშირი დღესაც უარყო.
”დაძაბული საუბარი გვქონდა, მკაცრი საუბარიც გვქონდა. ვუსაყვუდურე რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მკაცრი საუბარი გვქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებითაც. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მეუბნებოდა მეუფე დიმიტრი მადლობას გიხდისო. მეუფე იაკობი ოხანაშვილს და მამა გიორგის ადებდა ხელს. მაშინ სულ პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა სტატიებთან. ახლაც იგივე თქვა, რომ არანაირი შეხება არ მქონდაო. მამა გიორგი მამალაძემ ბოდიშიც მომიხადა, ბევრ საკითხებს შენთან არ ვათანხმებდიო... მე ვკითხე მას, თუ შორენამ შეგიკვეთა და მე მთვლი მოძღვრად, რატომ არ ჩამაყენე საქმის კურსში-მეთქი, მან თქვა, რომ ეს იყო მისი შეცდომა“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ და აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„მთავარი კითხვა ჩემი ის გახლავთ, იქ როდესაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე, ტკბილის და ა.შ. ვისზეა საუბარი - ადამიანზე, ცხოველზე... თვითონ როგორც ამბობს, დამონტაჟებულია უცნაურად. ირაკლი მამალაძე მისვამს კითხვებს და მე ვეუბნებიო, ეს ადამიანის მოსაკლავად კი არ მინდაო“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მასალის გამოყენების პირობები






