კეზუა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაცია, რომ თითქოს ის მოსწავლეებზე ზეწოლას ახორციელებდა.
მასწავ;ებელმა დღეს სკოლის დირექტორს მარიამ ლორთქიფანიძეს ახალი ბრალდება წაუყენა პედაგოგი ირწმუნება, რომ დირექტორი მასწავლებლებს უთვალთვალებდა, მოსწავლეებს კი აიძულებდა პედაგოგებზე მისივე მითითებით განცხადებები დაეწერათ.
„იყო ზეწოლა ბავშვებზე, მასწავლებლებზე თვალთვალი და ეს მასწავლებლები იყვნენ ლელა კუპრაშვილი და ირინა გოჩიტაშვილი. მას მე ვთხოვე, რომ ბავშვებთან გაენეიტრალებინა სიტუაცია, მაგრამ არ მიიღო ზომები. ბოლოს ჩაიყვანა და უთხრა ბავშვებს, რომ დაწერეთ ყველაფერი ამ ორ პედაგოგზე. ბავშვებმა უთხრეს, რომ არაფერი არ გვაქვს დასაწერი, ძალიან კარგი პედაგოგები არიან და მან უთხრა, რომ სკოლა ჩემია და მე როგორც მინდა ისე წარვმართავ,“-აცხადებს დოდო კეზუა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
პედაგოგების ნაწილი აცხადებს, რომ არ ჩაატარებენ გაკვეთილებს მანამ, სანამ სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობას არ დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






