ფიფამ რონალდუ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა (ფოტოკოლაჟი)
სპორტი - 16:46, 24 Oct, 2017     3971
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ფიფამ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელა. ამ წელს 32 წლის პორტუგალიელმა სამეფო გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ჯილდოსათვის ბრძოლაში რონალდუს კონკურენტები „ბარსელონას“ არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი და „პსჟ“-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი იყვნენ.

ცერემონიაზე რომელიც ორშაბათს ლონდონში გაიმართა, ფიფას ვერსიით საუკეთესო მწვრთნელად რეალის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დასახელდა. საუკეთესო მეკარედ ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების 39 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი აღიარეს. ის ამ ჯილდოს ყველაზე ასაკოვანი მფლობელია.

ჯილდოს მფლობელები მწვრთნელების, ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების შედეგად გაირკვა.

კრიშტიანუ რონალდუ 2008 და 2016 წელს უკვე იყო ფიფას მიერ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული. 2016 და 2014 წელს ის „ფიფას ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა, 2008 და 2016 წელს ჟურნალ France Football-ის მიერ დაწესებული „ოქროს ბურთის“.

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა ქალაქ ფუნშალში, პორტუგალიურ კუნძულ მადეირაზე.

1993 წელს მან თამაში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ანდორინიაში“ დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი „ნასიონალში“ გადავიდა.

დიდ ფეხბურთში რონალდუ „სპორტინგის“ შემადგენლობიდან მოხვდა. 2001 წელს ის ლისაბონის „ატლეტიკოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და გოლიც გაიტანა.

„სპორტინგის“ მთავარ შემადგენლობაში რონალდუმ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა, რის შემდეგაც ის ინგლისურმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა 2003 წელს.

2009 წელს ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, კონტრაქტის ღირებულებამ 93.4 მილიონი ევრო შეადგინა, რამაც რონალდუ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცია.

2016 წელ ჟურნალმა ფორბსმა რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა, მისი ყოველწლიური შემოსავალი 88 მილიონი დოლარია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42