თიბისი ბანკის სივრცეში საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას ‘თიბისი რაგბის სერიები’ ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.
11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ ‘დინამო არენაზე’ 18:00 სთ-ზე ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება.
ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გასვლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი ‘თიბისი რაგბის სერიები’-ის ნაწილი არ არის.
ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვა 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები