"...ჯერ აწამეს და შემდეგ ჩამოკიდეს" - შილდაში გარდაცვლილი ქალის ქმარი მკვლელობაში ძმის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს
საზოგადოება - 11:44, 24 Oct, 2017     4062
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 24 წლის ქალის ეკა ნაქევხრიშვილის მეუღლე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

რომან გურასპიშვილი "ნიუპოსტთან" საუბრისას ვარაუდობს, რომ მისი ცოლი წამებით მოკლეს შემდეგ კი საქონლის სადგომში თოკზე ჩამოკიდეს.

გარდაცვლილის ქმარი ვარაუდობს, რომ 24 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში მინიმუმ 3 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას. მოძალადეებს შორის კი რამინ გურასპიშვილის თქმით, მისი ძმაც იყო.

"მე თბილისში ვიყავი, დილით დამირეკა მეზობელმა და შემატყობინა, რომ ეკა სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვესო. ჩემს ცოლს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა - დასერილი იყო, სხეული ჩალურჯებული ჰქონდა, ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ აწამეს და მერე სადგომში ჩამოკიდეს, თითქოს თავი მოიკლა.მე ველოდები ექსპერტიზის პასუხს"- აცხადებს რომან გურასპაშვილი.

მისი თქმით, ძმა 40 წლამდე მამაკაცია და მას თვითმკვლელობა არასდროს უცდია. 24 წლის ქალის ქმარი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ გურამ გურასპაშვილმა თვითმკვლელობა ეკა ნაქევხრიშვილის გასვენების დღეს სცადა.

"საავადმყოფოშია, თავის მოკვლა უნდოდა... ამ დრომდე არ დავლაპარაკებივარ, ველოდები გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება მის ქცევებს, როგორც კი ჩამოვედი მითხრა დილით ვნახე ჩამომხრჩვალი შენი ცოლი, შემეშინდა და გავიქეციო. სოფელი ლაპარაკობს, რომ ჩემი ძმა გარეულია ამ საქმეში, მეც მაქვს ჩემი ეჭვები ამიტომ ვაცხადებ, რომ საჭიროა გამოძიება"- ამბობს რომან გურასპაშვილი.

გარდაცვლილი გოგონას მეუღლე ადასტურებს, რომ ცოლთან უთანხმოება ხშირად ჰქონდა, თუმცა იქვე ამბობს, რომ ეკა ნაქევხრიშვილის მისთვის არასდროს უთქვამს რომ მისი მაზლის მიერ შევიწროებას ან ძალადობას ჰქონდა ადგილი.

"არ უთქვამს რომ ვინმე აწუხებდა... ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება ყველა ოჯახშია, თუმცა ჩემი მხრიდან ძალადობა გამორიცხულია"- უთხრა "ნიუპოსტს" მამაკაცმა.

რომან გურასპიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის მიუხედავად მცირეწლოვან შვილებს ის მიმდობ ოჯახს არ გაატანს.

"გამორიცხულია, ბავშვებს მე და დედაჩემი გავზრდით"- აღნიშნა გურასპაშვილმა.

"ნიუპოსტი" გარდაცვლილის დედასაც ესაუბრა. ნანა ნაქევხრიშვილი ადასტურებს, რომ მის შვილს ქმართან და მის ოჯახთან პრობლემები ჰქონდა თუმცა მომხდარის შესახებ არ საუბრობს.

"ვერაფერს გეტყვით... გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. ჩემი შვილის დატირების საშუალება მომეცა სხვა ვერსიებზე ვერ ვისუაბრებ, ათასი კაცი მირეკავს დღეში მე კი ერთი ვარ. დაურეკეთ პოლიციას დაურეკეთ გამოძიებას ალბათ მათ იციან რა მოხდა"- ამბობს გარდაცვლილის დედა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს საქმის მოკვლევას იწყებს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ საქმეში სამართალდამცველების მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა იკვეთება.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გარდაცვლილის მისამართით ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პოლიციამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

ყვარელში, სოფელ შილდაში ახალგაზდა ქალი 18 ოქტომბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს. შსს გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42