67-ე საჯარო სკოლის დირექტორთან დაკავშირებით განათლბის სამინისტროს გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მასწავლებლები იკრიბებიან. ისინი მხარს 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელს უჭერს, რომელიც სკოლის დირექტორმა გუშინ გაათავისუფლა.
ერთ-ერთი პედაგოგის განცხადებით, ის პროტესტის ნიშნად გაკვეთილზე შესვლას არ აპირებს. ასევე ამბობს, რომ დირექტორმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
სკოლაში განათლების სამინისტროს დასკვნას ელოდებიან. განათლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა თანამდებობიდან 67-ე საჯარო სკოლის დირექტორს. მარიამ თავართქილაძის საქმიანობა სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა.
„ჩვენ მასწავლებლებმა, რომლებმაც სამეურვეო საბჭოს დროს ხმა არ მივეცით დირექტორისთვის სასურველ კანდიდატებს, შეგვიმცირა საათები, წაგვართვა კლასები. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს. დაწყებული აქედან, სამეურვეო საბჭოს არჩევნების შემდეგ, ჩვენზე მიმდინარეობს ზეწოლა, დისკრიმინაცია მე ასე ვფიქრობ და მე მგონი დაადგენს სახალხო დამცველის აპარატი ამას. ნამდვილად დოდო კეზუა არის ამ ყველაფრის მსხვერპლი და მე პირადად ქალბატონი დოდო კეზუას მხარდასაჭერად, არ შევალ სკოლაში თუ არ დააბრუნებენ დოდო კეზუას,“ - განაცხადა ცირა ნაყეურმა.
მასალის გამოყენების პირობები






