"არ ვნანობ რაც გავაკეთე"- გურამ კაშია ლგბტ დროშის სამკლაურის გამო კრიტიკას გამოეხმაურა (ვიდეო)
საზოგადოება - 11:44, 23 Oct, 2017     7127

საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. ფეხბურთელის ამ ქმედებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა“ მოითხოვა. ამ მხრივ განსაკუთრებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გამოირჩეოდა.

კაშიას ქმედება დადებითად შეაფასა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ.

„კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია. გურამ, შენ, პირადად ჩემთვის იყავი და ყოველთვის იქნები ქართული ფეხბურთის ნაწილი. შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე“- ნათქვამია ზვიად სიჭინავას მიმართვაში.

გურამ კაშიას გაბედულ ნაბიჯს მიესალმა ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობაც" :

"მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის დასაფიქრებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით მძლავრია"- ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაში.

მის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას გურამ კაშია უცხოურ მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით ის ადამიანის თავისუფლების მხარდამჭერი და ძალადობის წინააღმდეგია, თავის ქმედებას არ ნანობს და მასზე პასუხისმგებლობას იღებს:

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ვინ არის და რას აკეთებს, თუ ის სხვას არაფერს უშავებს , შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ესაა ჩემი ხედვა და ნიდერლანდებშიც ასეა. რთული ასახსნელია, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანისთვის ეს მიუღებელია. რამდენიმე ადამიანმა ჩემს Facebook-გვერდზე აზრი გამოხატა, ისინი იმედგაცრუებულნი იყვნენ ჩემს გამო. ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, არ ვნანობ რაც გავაკეთე, ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობა იყო.“- განაცხადა გურამ კაშიამ.

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა კომენტარი მისი საქართველოს ნაკრებიდან გაშვების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა , რომ მას მოქალაქეობას და ეროვნულ ნაკრებს ვერავინ წაართმევს:

„არავის შეუძლია ჩემთვის მოქალაქეობის და ეროვნული ნაკრების წართმევა, თუნდაც ათასობით ადამიანი იყოს ჩემს წინააღმდეგ. თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ“- განაცხადა გურამ კაშიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42