ეკონომიკაში ოპტიმიზმის დათესვას პრემიერ-მინისტრი ამ კვირაში შეეცადა და განაცხადა, რომ წლის ბოლომე 100 ახალი საწარმო გაიხსნება და საპარტნიორო ფონდიც 10 მილიარდს მიაღწევს, თუმცა ეს ფონდში არ დაადასტურეს.
,,წლის ბოლომდე 100 ახალი საწარმოს გახსნა მოხერხდება და ინვესტირების ფონდი, რომელიც ჩემი ინიციტივით ფუძნდება, მე 3 მილიარდს ვახერხებდი გაცხადებულ კაპიტალს და უკვე 5-ს გადააჭარბა იმდენია მოსურნე, მე არ გამოვრიცხავ რომ 10 მილიარდსაც გადააჭარბოს, ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს და შეგიძიათ დაუკანვშირდეთ და დროშიც შეგიძლიათ დააზუსტოთ, როდის იქნება ეს ფონდი", - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, როგორც ბიზნეს-კურიერს მან განუცხადა, სათქმელი ამ ეტაპზე არაფერი აქვს და არც ინფორმაციას ფლობს ფონდში შენატანებსა თუ ახალი საწარმოების დაფინანსებაზე. პრემიერის განცხადებას მან ნაადრევი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






