„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ ქუთაისში - „საბას“ უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები რეგიონებშიც იხსნება
საზოგადოება - 17:44, 20 Oct, 2017     1497
ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ უფასო ბიბლიოთეკები ქუთაისშიც გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ განხორციელდა. ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შესაძლებლობას აძლევს, 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკები. ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ქუთაისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც ქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც ქუთაისში პრეზიდენტის ფონდის და ქ. ქუთაისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42