შპს „iphone+“-ის დამფუძნებელი ვალერიან ცერცვაძეს ბოდიშს უხდის
საზოგადოება - 16:25, 20 Oct, 2017     2812

შპს „iphone+“-ის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ნათქვამია მამუკა მარღიშვილის განცხადებაში.

განცხადება „აიტექნიკსა“ და „აიფონ პლიუსს“ შორის განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.

„ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში „აიტექნიკსა“ და „აიფონ პლიუსს“ შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორივე მხარე შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე დავასრულოთ მორიგებით.

დავის მიმდინარეობის პერიოდში, ჩემს მიერ არაერთი განცხადება იყო გავრცელებული, რაც განპირობებული იყო იმ კრიტიკული, დაძაბული ვითარებით, რაც თან ახლდა საქმის მიმდინარეობას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ჩემი განცხადებები სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ, რაც უნებლიედ გადადიოდა პიროვნულ შეურაცხყოფაში. ძალიან ვწუხვარ, ყოველივე ამის გამო და მინდა პირადად ბოდიში მოვუხადო ვალერიან ცერცვაძეს. ჩემს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა მისი პიროვნული შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ განცხადების გაკეთების დროს ჩემს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიმაჩნდა, რომ ჩემი კომპანიის წინააღმდეგ იკვეთებოდა გარკვეული ინტერესები მისი მხრიდან, რასაც შესაძლო იყო გავლენა მოეხდინა სასამართლოზე, თუმცა ეს გარემოებები რაიმე მტკიცებულებით არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ვალერიან ცერცვაძეს და მინდა აღვნიშნო, რომ მის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიებს შორის ურთიერთობა მიიღებს ცივილურ სახეს და ჩვენს შორის ურთიერთობები წარიმართება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში“, – ნათქვამია მარღიშვილის განცხადებაში.

თავის მხრივ iTechnic-ის ადმინისტრაციაშიც მიესალმებიან, რომ დავა შეთანხმების გზით გადაწყდა, .

„შეთანხმების თანახმად სასამართლომ შპს აიპლუსს დაავალა დომეინის www.iTechnics.ge აიტექნიკისთვის გადაცემა და შეურაცმყოფელ განცხადებებზე ბოდიშის საჯაროდ მოხდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავა შეთანხმების გზით გადაწყდა და მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული კომპანია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ახორციელებდეს თავის საქმიანობას“, - განაცხადეს iTechnic- ის ადმინისტრაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42