გარანტირებული ხელოვნური განაყოფიერება - ინოვაციური პროგრამა ქართველი უშვილო წყვილებისთვის
საზოგადოება - 15:38, 20 Oct, 2017     3029

მსოფლიოში ყოველი მეხუთე წყვილი უშვილოა და უმეტეს მათგანს უწევს მიმართოს ხელოვნურ განაყოფიერებას ანუ ინ ვიტრო პროცედურას, რათა აიხდინოს სანუკვარი ოცნება და გახდეს მშობელი.

ხელოვნური განაყოფიერება ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა უშვილო წყვილებისთვის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ცდის წარმატების კოეფიციენტი უმეტესად არ აღემატება 40-50 %-ს.

ეს მნიშნელოვანი ფაქტორი ბუნებრივია იწვევს დამატებით სტრესს უშვილო წყვილებში, რომელთა ნაწილს უწევს რამდენიმე მცდელობის გავლა სასურველი შედეგის მისაღწევად და რომელიც სამწუხაროდ არ არის გარანტირებული. ყოველივე ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯთან, ემოციებთან, სამედიცინო რისკებთან, წარუმატებლობის შიშთან და ა.შ.

ხელოვნური განაყოფიერება ძვირადღირებული პროცედურაა საქართველოშიც და უმეტეს შემთხვევაში, წარმატების გარანტია არ არსებობს.

ჩვენ ვთავაზობთ სრულიად ინოვაციურ სერვისს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, სტანდარტული პროგრამებისგან, რასაც დღემდე სთავაზობდნენ საქართველოში.

ქართველ პაციენტებს, ვისაც სურთ გახდნენ მშობლები, მედვიზიტ გლობალი ინოვაციურ პროგრამას სთავაზობს ხელოვნურ განაყოფიერებაში - წყვილებს, რომლებიც კონკრეტული ფიქსირებული თანხის ფარგლებში მიიღონ გარანტირებული შედეგი. დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი და ჩვემ მოხარულები ვართ შევთავაზოთ ეს მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი პროგრამა ქართველ მომავალ მშობლებს.

რას ნიშნავს გარანტირებული პროგრამა?

ამ პროგრამის ფარგლებში პაციენტი იხდის კონკრეტულ ფიქსირებულ თანხას და იღებს ულიმიტო რაოდენობის ხელოვნური განაყოფიერების (ინ ვიტრო) პროცედურას სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქსირებულ თანხად კლინიკა ატარებს ხელოვნური განაყოფიერების ( ინ ვიტრო) პროცედურებს, სანამ ბავშვი არ დაიბადება.

ვისთვისაა ხელსაყრელი?

გარანტირებული პროგრამა არის იმ პაციენტებისთვის, ვისაც სჭირდებათ სუროგატი დედა და კვერცხუჯრედის დონორი და ამავე დროს მამის გენეტიკური მასალა არის სრულიად ვარგისი. ამ შემთხვევაში როგორც კვერცხუჯრედის დონორის, ასევე სუროგატის არჩევა ხდება სააგენტოს მიერ და შეიძლება კანდიდატურა შეიცვალოს საჭიროებისამებრ.

რას მოიცავს გარანტირებული პროგრამა?

· ულიმიტო ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა

· სუროგატი დედისა და დონორის შერჩევა და მათი კრიმინალური ისტორიის შემოწმება

· სუროგატი დედისა და დონორის სამედიცინო შემოწმება და მომზადება ინ ვიტრო პროცედურისთვის

· სუროგატი დედისა და დონორის კომპენსაცია

· ორსულობის მეთვალყურეობა

· მშობიარობა

აღნიშნული პროგრამის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობს მედვიზიტ გლობალი პაციენტებს?

ქალებს, რომელთაც არ სურთ ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები, ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები, ვთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით.

აღნიშნული მეთოდი, ასევე, გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე.

ჩვენ გთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.

მეთოდის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მისაღებ ფასად.

დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს.

უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ 599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: http://medvisitglobal.com

გვეწვიეთ „ფეისბუქის“ გვერდზე:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42