თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 14:25, 20 Oct, 2017     1318

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წამყვან ბიზნესორგანიზაციებში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას. ამის საშუალებას სტუდენტებს თსუ-სა და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’(EUGBC) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მისცემს. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ხელშეკრულების შედეგად თსუ სტუდენტებს სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო’’ თანამშრომლობს ევროგაერთიანების ყველა ქვეყანასთან ბიზნესის სექტორში. მემორანდუმით გათვალისწინებული სტაჟირებების პროგრამის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს წამყვან ბიზნესორგანიზაციებში სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. ამ სივრცეში მოხდება ბიზნესის და სწავლების დაკავშირება,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„თსუ-ს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩვენთან გაიარონ 2-3 თვიანი პრაქტიკა. მასში ჩაერთვებიან ჩვენი წევრი ბიზნესკომპანიები. სტუდენტებს ექნებათ კონტაქტები 75-მდე ბიზნესკომპანიასთან. გაიმართება ბიზნესკონფერენციები, ბიზნეს მრგვალი მაგიდები, შეხვედრა ბიზნეს წარმომადგენლებთან, უცხოელებთან, საელჩოებთან, სავაჭრო არტაშეებთან. სტუდენტებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო,“- განაცხადა ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

„ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, BP საქართველოს დირექტორის კრის შლიტერის განცხადებით, „მემორანდუმი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რადგან მათთვის იხსნება ახალი ფანჯარა ბიზნესსაზოგადოებაში. იმედი მაქვს, რომ სტუდენტების დახმარებით EUGBC-ს ექნება მეტი წარმატება, რაც საქართველოსაც გამოადგება.“

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბიზნეს საბჭოში სტაჟირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან და ჩაერთვებიან EUGBC-ის პროექტების ორგანიზება-განხორციელების პროცესში. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებში, რაც სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ევროპასთან ვაჭრობის მიმართულებაზე თემატური ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული ზრდა და ქართულ ბიზნესსექტორთან მათი დაკავშირებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42