20 ოქტომბერი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეა
საზოგადოება - 13:22, 20 Oct, 2017     859

ქართველ ავიამეთვალყურეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს ულოცავს. გიორგი გახარიას განცხადებით, ეს არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას.

„ავიამიმოსვლების მეთვალყურეობა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, დაძაბულ შრომას და ძალიან დიდ ყურადღებას. მსურს ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიული დღესასწაული მივულოცო და მათ წარმატებები ვუსურვო“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და ინიშნება ახალი ავიარეისები, ავიამეთვალყურის პროფესია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ხდება საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის.

ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღე ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFATCA) 56 წლის წინ დაარსა. ამ დღეს მსოფლიოს 130 ქვეყანა ერთდროულად აღნიშნავს. საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციას“ 110 ავიამეთვალყურე ჰყავს დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42