ისლანდიელი მუსიკოსის სტუმრობის შესახებ დეტალებს, ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს - 20 ოქტომბერს, Rooms Hotel Tbilisi – ში გააცნობენ.
პრესკონფერენციის დასაწყისი – 14:00 საათი.
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფიგურა, live-კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი არტისტს 3 ნოემბერს, 21:00-ზე უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამოდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც.
მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსი, საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც ავრცელებს.
„live at last in gorgeous georgia - two shows ! - წერს Bjork , ოფიციალურ Facebook-გვერდზე. აქვე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.
დეტალური ინფორმაცია ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ იხილეთ ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
SOU - არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი კი, ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან, გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ. ფესტივალის მთავარი ინტერესები მუსიკალური ექსპერიმენტები, ხმის კვლევა, ახალი გამოწვევები და მეთოდებია მუსიკალურ თვითგამოხატვასა თუ ვიზუალურ რეპრეზენტაციაში, რაც კულტურული მეხსიერების გაღვიძებასა და ახალი სრულიად ახალი სააზროვნო სივრცის გახსნას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები