მიხეილ ჯიბუტმა ამის მაგალითად გადაცემის მიმდინარეობისას სტუდაიში არსებული ვითარება მოიყვანა:
,,ეს გამოხატულია ამ დარბაზშიც - პოლიტიკოსები სხედან მაგიდასთან და ეკონომისტები ვსხედვართ ქანდარაზე და ვსაუბრობთ ეკონომიკაზე", - აღნიშნა ჯიბუტმა.
ექსპერტის განმარტებით, ამასთან ერთად არსებობს შიდა და გარე ფაქტორები, მიხეილ ჯიბუტის თქმით, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონიმიკის განვითარების არის კოჰაბიტაცია, რომელიც არ შედგა.
,,სხვა ფაქტორტან ერთად არსებობს ფაქტორები ქვეყნის შიდა და სააგარეო. შიდა ფაქტორები, რომელიც არის ეკონომიკაში პრობლემების განმსაზღვრელი, და შესაძლებელია იყოს უარესი, არის ის, რომ კოჰაბიტაცია არ შედგა.
დღეს საზოგადოება დაყოფილი კოჰაბიტურ ხელისუფლებად, რომელიც ბრძანდებით თქვენ ორთავენი, თქვენ ხართ ერთი კოჰაბიტური ხელისფლება პირველი ოქტომრიდან პირველ ოქტომბრამდე, მერე რა იქნება რა ვიცით. ამბობთ რომ პრემიერი რაღაცას არ აკეთებს, ის პრეზიდენტის დანიშნულია და მოხსნით, ანუ არის ვიღაც მესამე, რომელიც არ ხსნის, როგორც ოროსანი და ხუთოსანი კლასში, როცა არ აგდებენ ოროსანს, იმიტომ, რომ ვიღაც კლასის დამლაგებელია", - განაცხადა მიხეილ ჯიბუტმა.
მასალის გამოყენების პირობები






