,,ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ კერძო სექრტორს მისცეს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება და მისცეს განვითარების შანსი, მან ჩაანაცვლა კერძო სექტორი. გროვდება ვალდებულებები სახელმწიფოს კისერზე, ახალი ვალდებულებები შემოდის, არის დაძაბული სიტუაცია და ინვესტორისთვის არ არის ნათელი, რა ელის ხვალ", - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
ამის მაგალითად ექსპერტმა საკაზინო ბიზნესის აკრძალვა მოიყვანა :
,,ამ პერიოდში ვინ უნდა დააბანოდს თავის დანაზოგები, ვინ უნდა ააშენოს სასტურმო და განათავისოს იქ სათამაშო ბიზნესი? მთავრობამ შეძლო, რომ ამ პერიოდში მონოპოლიად გადაექცია ბევრი რამ, დაზღვევის სიტემაში მონოპოლია, წიგნების ბეჭვდაში, გადაზიდვებზე იყო საუბარი და თითქმის გამოუვიდათ, თუ კერძო ინიციატივები ჩაანაცვლა სახელწმიფომ, სახელმწიფოს ბიუროკრატები მართავენ და ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას ამ ყვეალფერზე", -აღნიშნა შეშელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






