თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 19:05, 18 Oct, 2017     1204
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული არქივი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. ეროვნული არქივი და უნივერსიტეტი 2018 წლისთვის ერთობლივად მოამზადებენ და გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის სამენოვან (ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ) მემორიალურ ალბომს. თანამშრომლობის მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.


როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის თანამშრომლობა ეროვნულ არქივთან რამდენიმე მიმართულებით გაგრძელდება, გამოიცემა საიუბილეო სამენოვანი ალბომი, რომელიც მიეძღვნება საქართველოს მთავრობის პირველ თავმჯდომარეს ნოე რამიშვილს. გარდა ამისა, დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები, ასევე საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ემიგრანტები. „ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი ფორმატი. გაისად ბევრი საინტერესო თარიღი გველოდება. 8 თებერვალს ვიწყებთ უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილის აღნიშვნით, მაისში კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილეს აღვნიშნავთ“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„დღეს გაფორმებული მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული არქივისთვის, ვინაიდან ამით იწყება კიდევ ერთ ახალ პროექტზე ერთობლივი მუშაობა. ეს პროექტი მოიცავს საქართველოს მთავრობის პირველი ხელმძღვანელის შესახებ ძალიან საინტერესო გამოცემის მომზადებას“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ფონდებია დაცული როგორც ეროვნულ არქივში, ასევე უნივერსიტეტში და გამოვლინდება ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც მომვალ წელს საიუბილეო ალბომის სახით გამოიცემა.

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველი და უცხოელი სტუდენტების და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, ახალი გამოცემების მომზადებითა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის ფოტოები, თბილისის „ოხრანკის“ მიერ შედგენილი დაპატიმრების ბარათი, ქართული და ფრანგული დიპლომატიური პასპორტები, სავიზიტო ბარათი, დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის მოწმობა, 1924 წლის აჯანყების მომზადების შესახებ გაგზავნილი დაშიფრული წერილები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42