ქართველი პოეტის საჩუქარი ათენში მცხოვრებ ემიგრანტ ბავშვებს
საზოგადოება - 18:43, 18 Oct, 2017     1768
21 ოქტომბერს ათენში მცხოვრებ ქართველებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაიცნონ საბავშვო პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი და ამასთანავე საჩუქრად მიიღონ საბავშვო ლექსების საოცარი კრებული.

ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი „დედამიწა რაზე დგას“ სოფოს სავიზიტო ბარათი გახლავთ. საბერძნეთამდე წიგნები ფერეიდანში გაიგზავნა და იქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს გადაეცათ საჩუქრად. მანამდე კი საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ.

მალე ეს საჩუქარი მსოფლიოში გაფანტულ ყველა ქართველის ოჯახში დაიდებს ბინას. ეს ავტორის დიდი სურვილია. რამდენიმე ქვეყანაში ბავშვები ქალბატონ სოფოსაც შეხვდებიან.

თავად სოფოც ორ ათეულ წელზე მეტია უცხოეთში ცხოვრობს. ის საბერძნეთს შვეიცარიიდან ესტუმრება.

სოფო ფოცხვერაშვილი, ემიგრანტი პოეტი: „სამომავლოდ ვფიქრობ სადაც ხელი და ხმა მიმიწვდება საჩუქრად გადავცე პატარებს წიგნები. მინდა ჩემი თვალით ვიხილო გახარებული ბავშვები და ამ ბავშვებით გახარებული მშობლები.

მინდა ჩემი ლექსებით მივეფერო თითოეულ პატარას და გულში ჩავიკრა. მინდა ყველა ბავშვმა თავისი თავი ამოიცნოს ამ ლექსებში. თითოეულში ნამდვილი ამბავია გაცოცხლებული და ყოველი მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილია…

ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ათენში დაგეგმილი ღონისძიება, რისთვისაც გულითადი მადლობა ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს“.

ავთანდილ მიქაბერიძე, საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ელინისტი და ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. სწორედ მისი დამსახურებით შეხვდებიან ათენში მცხოვრები ქართველი ბავშვები ემიგრანტ პოეტს. შეხვედრა, ათენის კულტურის ცენტრში შაბათს, 21 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება. ავთანდილ მიქაბერიძე ამ ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

ავთანდილ მიქაბერიძე: „ძალიან მოვიხიბლე ამ ქალბატონის კეთილშობილებით, მოკრძალებით და დიდი სურვილით, რომ უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისათვის საჩუქრად დაერიგებინა თავისი არაჩვეულებრივად გამოცემული ლექსების კრებული. ეს მართლაც დიდი საჩუქარია უცხოეთში მცხოვრები პატარებისთვის, მადლიერების ნიშნად გადავწყვიტეთ ჩვენთან მოგვეწვია ქალბატონი სოფო და ემიგრანტი ბავშვებისთვის წიგნები თავად გადაეცა. რამდენიმე სწავლობს ქალბატონ სოფოს ლექსებს. ძალიან მოეწონათ ასე ლამაზად გამოცემული წიგნი. მათთან ერთად მშობლებსაც უხარიათ, რომ საჩუქრად მიიღებენ. შაბათის ღონისძიება „საშემოდგომო საბავშო ზეიმის“ ფორმას მიიღებს.

22 ოქტომბერს კი გაიმართება შეხვედრა ქართულ ემიგრაციასთან და შედგება პოეზიის საღამო — «შემოდგომის პოეტური ნიავი ათენში».

განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია” ამჯერად ორ შესანიშნავ პოეტ ქალბატონს უმასპინძლებს — სოფო ფოცხვერაშვილს (ქ. ციურიხი) და თამარ ჯაფარიძეს (ქ. ქუთაისი)“ შეხვედრა კვირას, 15:00 სთ-ზე გაიმართება“.

დასწრება: თავისუფალი.

ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777

მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომბრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42