,,შოთაძე დის ქმარია... ამ გვარით სარგებლობდა, ხელსაც ვერ მომკიდებთო...“ - ახალი დეტალები ,,გორგიას“ მფლობელის სკანდალურ საქმეში
საზოგადოება - 17:24, 18 Oct, 2017     10625
„ნიუპოსტისთვის“ “გორგიას“ მფლობელის გატაცების ორგანიზების საქმის ფარგლებში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციაში დაკითხვისას გია გორგოშაძემ ხელი მის ყოფილ მეუღლეს ნინო დარსალიას დაადო. შესაბამისად, გამოძიება ბიზნესმენის ყოფილი ცოლითაც დაინტერესდა.

მომხდარის ირგვლივ საკუთარი ეჭვები აქვს გია გორგოშაძის ყოფილ მეუღლეს. ნინო დარსალია "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ჰიპერმარკეტის დირექტორთან ქონებრივ დავაში ბოლო სამი წელიწადია იმყოფება, თუმცა გია გორგოშაძეს მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მფარველობს.

დარსალია პირველად და მხოლოდ „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ გია გორგოშაძის დის ქმარი ქვეყნის მთავარი მბრალდებლის ირაკლი შოთაძის მოგვარეა.

სანამ უშუალოდ სკანდალური საქმის სიღრმეებში შევალთ „ნიუპოსტის“ მკითხველს 12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ. წინა კვირას სამართალდამცავებმა ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად 4 ადამიანი აიყვანეს, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, გორგოშაძის გატაცებას და გამოსასყიდის სახით 5 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინა იმავე ღამეს გაჩხრიკეს, საიდანაც ნინო დარსალიას და მისი შვილების კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღეს.

ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე დაკავებულებიდან ორს იცნობდა. გატაცებისა და გამოძალვის მცდელობაში ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კი გამოძიებას ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება აქვს, სადაც დაკავებული აღიარებს, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მათ ბიზნესმენის გატაცება შეუკვეთეს და შემკვეთად ნინო დარსალიას ასახელებს.

„ნიუპოსტი“ შეეცადა ამ ხმაურიანი საქმის ირგვლივ მეტი დეტალი ნინო დარსალიასგან გაეგო. ყოფილი ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ გია გორგოშაძის დიდძალი კაპიტალისა და მფარველების წინააღმდეგ ის სამართლებრივად, მარტო იბრძვის. რაც შეეხება გატაცებას, დარსალია არ გამორიცხავს, რომ კრიმინალური დრამის ავტორი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელმაც დარსალიას მტკიცებით, რამდენიმე ადამიანი „თაღლითურად ყავს გადაგდებული“.

ნინო დარსალიას ყოფილ მეუღლესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს - 2013 წელს პროკურატურაში უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს. დარსალია ამბობს, რომ გორგოშაძემ ბიზნესი მისი ფულით დაიწყო, განქორწინების შემდეგ კი ქონების გარეშე დატოვა.

-არაოფიციალური ინფორმაციით, თქვენი ყოფილი მეუღლე მის გატაცებაში თქვენ გადანაშაულებთ?

- პასუხი არ მაქვს ამ ბრალდებაზე, ეს უკვე სცდება ყველანაირ ნორმას თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა კაცს, რომელსაც მე ვუჩივლე. ჩემთვის ეს (ბრალდება გატაცების შესახებ) არის ფანტასტიკის ჟანრი. მას შემდეგ, რაც ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან და ვფიქრობ რა მოხდა ჩემს თავს... მისი ავადმყოფური ტვინი საკმაოდ კარგადაა მოწყობილი. ვხვდები რა ჭირს ამ ადამიანს. როცა დიდი ფული მოდის ადამიანთან და თუ ფულთან ერთად არ გაიზარდა, შესაძლოა შიზოფრენიით დაავადდე. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს არის შიზოფრენია მისი მხრიდან - დამადანაშაულოს იმაში, რომლის დასიზმრება, გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის.

- ბოლო სამ წელზე მეტია ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ იბრძვით, თუმცა უშედეგოდ... თქვენი მონაყოლის გათვალისწინებით არსებობს მოტივი და შესაძლებლობა, რომ გია გორგოშაძის გატაცება დაგეგეგმათ, რისი თქმა შეგიძლიათ ამ მოსაზრების საპასუხოდ?

- მე ოფიციალურად მივმართე პროკურატურას, მიმდინარეობდა გამოძიება... თქვენ წარმოიდგინეთ, გორგოშაძის დის ქმარი არის გვარად შოთაძე, ედნარ შოთაძე - ეს გვარი თქვენთვის რაზე მეტყველებს და მიუთითებს?! როდესაც ამ კაცის (გია გორგოშაძის) წინააღმდეგ უამრავი ჩვენება არსებობს - ჩემს გარდა მას სხვებიც, დირექტორთა საბჭოს წევრებიც უჩივიან, საქმე წინ არ წავიდა, არ გამოიძიეს. მას ყველაფერი გაუვიდა ჩემთან მიმართებით. ის ყოველთვის ღიად ამბობდა, რომ მას ყავს ძალიან გავლენიანი მფარველი და ხელსაც ვერ მომკიდებთო. ის ამ გვარით სარგებლობდა...

- ეს საკმაოდ სკანდალური განცხადებაა... თქვენ ამბობთ რომ გია გორგოშაძეს მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ?

- მე ვამბობ გვარს, შოთაძე არის მისი დის ქმარი. გორგოშაძე ღიად ამბობს, რომ მაგ ქალმა, რაც არ უნდა ილაპარაკოს, წეროს მე თავი ქუდში მაქვსო. მე გეუბნებით ფაქტს - დასკვნები ყველამ თავისით გამოიტანოს. ფაქტია, რომ მას ხელს არ კიდებენ და არ იჭერენ.

- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენის გატაცების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ ეს იყო შეკვეთილი საქმე და შემკვეთად სწორედ თქვენ გასახელებთ...

- მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ამ ადამიანთან სამართლებრივი დავა მაქვს. მაჩვენეთ ჩვენება! მე არ ვიცი სის რამდენს გადაუხდის და რას დააწერინებს გორგოშაძე... სამართლებრივად მაჩვენეთ დოკუმენტი, რომ მე ვიცნობ ვიღაცას და შემდეგ ვისაბროთ. ჭორებს ვერ ავყვები. ამ ადამიანს დიდძალი კაპიტალი აქვს და ძალაუფლებას ჩემს წინააღმდეგ იყენებს. მას არ გამოუვიდა ის რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ჰქონდა და ახლა რაში უნდა დამდოს ბრალი?! იმასაც არ გამოვრიცხავ ხვალ დაწვას მთელი ქონება და განაცხადოს, რომ მარტო კი არ მიტაცებდნენ დამიწვეს ყველაფერიო. მას მილიონები ოფშორებში უკვე გადატანილი აქვს და არ გამოვრიცხავ სხვა ქვეყანას სთხოვოს თავშესაფარი.

- 2 კილოგრამი ოქროს ამბავი მომიყევით, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ მოტყუებით ჩაგადებინათ გია გორგოშაძემ ბიზნესში...

- ყველა დაინტერესებულ პირს შეუუძლია ამ ადამიანის 2004 წლის ქონებრივი დეკლარაცია ნახოს. რამდენი ჰქონდა როცა ის ბიზნესს იწყებდა და რამდენი აქვს ახლა...

ჩემი ოჯახი საკმაო გავლენებით სარგებლობდა, როგორც მატერიალურად, ასევე იმ კონტაქტებით, რომელიც მამაჩემის თანამდებიდან გამომდინარე არსებობდა. როცა გია გორგოშაძესთან ურთიერთობა დავიწყე საკმაოდ დიდი თანხა ჩავდე ბიზნესში, ამას ემატება ჩემი სამეგობროს რესურსები და ურთიერთობები. ეს ყველაფერი ერთად მოვახმარე ფორმას, რომელსაც ფაქსიც კი არ ჰქონდა. მოკლედ, სამოქმედო სტრატეგია და ბიზნეს კონტაქტებზე გასვლა ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. მას სულ სხვა გეგმა ჰქონდა: მე არც პირველი და არც უკანასკნელი ვარ, ვისაც ასეთი თაღლითი და ნაძირალა უყვარდება...

- რა გეგმა ჰქონდა გია გორგოშაძეს შეგიძლიათ გვითხრათ?

- თუ ამ ყველაფერს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი უყურებს ალბათ ამბობს, რომ ღირსი ხარ ქალო, ხომ გეუბნებოდით და გიდებდით მტკიცებულებებს ვინ იყო ეს კაციო, მაგრამ მე მაშინ მჯეროდა ამ კაცის უდანაშაულობის და უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი ფინანსურთან. თვითონ ახლა კი ცახცახებდა არ ამიყვანონო... კაცი თურქეთში გადავაფრინე და კურდღელივით იმალებოდა. დაჭერას გადავარჩინე, მაშინ როცა დიდი დარღვევები აღმოუჩინეს. გახსენდებათ პრეცენდენტი, იმ პერიოდში ფირმისთვის 15 მილიონი ლარი გამოეწეროთ, გადახდის შემდეგ კი 5 მილიონი ლარი უკან დაებრუნებინოთ?! ეს მან გააკეთა თუ ჩემი უთანასწორო ბრძოლის შედეგია?!

- ყოფილი დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის ფაქტორზე რას გვეტყვით, რა შეხება აქვს მას თქვენს ყოფილ მეუღლესთან დავაში...

- ეს ქალბატონი საქართველოში წითელი ჯვრის თავმჯდომარე იყო და მე როგორც ბიზნესმენი, მსგავს ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. სწორედ მაშინ გავიცანი ნანა ყეინიშვილი, რომელმაც მოგვიანებით მე და გია გორგოშაძეს შემოგვთავაზა, გვითხრა რომ განაში ოქროს მოპოვებისა და წარმოების საშუალება იყო. გორგოშაძე ამ ბიზნესით დაინტერესდა და შემომთავაზა ფული ჩამედო და ბიზნესი საკუთრებაში მქონოდა. ასეც მოვიქეცი, ჩავდე თანხა. როგორც იცით, ყეინიშვილმა მალე წითელი ჯვრის თავმჯდომარეობა მის ქალიშვილს გადაულოცა და ქართული ოცნების დეპუტატად პარლამენტში მოგვევლინა. როცა ქონებრივი დავა წამოვიწყე ბუნებრივია ნანა ყეინიშვილს მოვკითხე რა ბედი ეწია თანხას რომელიც მე ამ ბიზნესში ჩავდე. ის თავის მეუღლესთან ერთად მოვიდა ჩემთან, აუღელვებლად შემახსენა მისი სტატუსი. შემდეგ დაიწყეს იმაზე აპელირება, რომ თითქოს საერთოდ არ ვყოფილვარ გორგოშაძის ცოლი, ესეც რომ არ გამოუვიდათ გორგოშაძე იძულებული შეიქმნა ნოტარიულად დაედასტურებინა, რომ მე ნამდვილად ჩავდე ეს თანხა, რომელიც გაქრა. გორგოშაძე აცხადებდა, რომ მან არ იცოდა სად წაიღო ფული თავად ყეინიშვილმა. ყეინიშვილი ირწმუნება, რომ თანხა გორგოშაძეს დაუბრუნა, გორგოშაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ყოფილ დეპუტატს მისთვის თანხა არ მიუცია. დარწმუნებული ვარ რომ დეპუტატობის დროს ის გორგოშაძესთან გადაიკვეთა და ალბათ საინტერესო ურთიერთობაც ჰქონდათ, იმიტომ რომ ამ კაცს მფარველობდნენ.

- რა ხდებოდა განშორების შემდეგ, როგორც ვიცი თქვენ გია გორგოშაძეს რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვაშიც ადანაშაულებთ...

- ეს ჩემი მორალური განადგურება იყო. არ ვიცი ამას თავად ხელმძღვანელობდა თუ მისი ახალი, "ანგელოზი" ცოლი არ ვიცი. მირეკავდნენ პირად ნომერზე, მომართავდნენ სახელით ნინა. ქალი გამოძახებით ხართო? ამ ადამიანმა მორალურადაც გამანადგურა, ვეკითხებოდი საიდან ჰქონდათ ჩემი ნომერი ან ვინ იყვნენ, თუმცა არ მპასუხობდნენ, მიღწერდნენ ჩემი შვილის აღწერილობას, ჩემს შვილსაც შეეხნენ...

- ფიქრობთ, რომ სასმართლო დავის გამო თქვენმა ყოფილმა მეუღლემ მისი გატაცება დაგეგმა?

- ამას არანაირად არ გამოვრიცხავ... ამით გავეჩუმებინე, მოვეშორებინე ისე რომ 20 წელი ციხეში ვყოფილიყავი...

- დაკითხვის დეტალებზე რა შეგიძლიათ ამ ეტაპზე თქვათ?

- ტყუილის ინფორმაცია თითქოს, სამართალდამცავებმა სახლიდან კომპიუტერი წაიღეს. წაღებულია სამი ტელეფონი. აქიდან ერთი ჩემი კუთვნილი და ბავშვის ძველი ტელეფონები, რომელიც სამი-4 წელია არ გამოგვიყენებია. მინდა ერთი რამ ხაზგასმით ავღნიშნო. მიუხედავად შოკური მდგომარეობისა, ვინც ღამის 20:00 საათზე ჩემს სახლში იყო შემოსული იქცეოდნენ კანონის შესაბამისად. თურმე ასეთ სამსახურებშიც არსებობენ ნორმალური ადამიანები. დაელოდნენ ჩემს ადვოკატს და იქცეოდნენ ადამიანურად. დაკითხვაზე მათი მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. კითხვები შეეხებოდა საქმეს და კონკრეტულ გვარებს და ადამიანებს თუ ვიცნობდი, ეს იქვე გამოირიცხა და ამიტომ გამომიშვეს სახლში. თუ ამ ადამიანს არ დაიჭერენ თავის ყეინიშვილთან ერთად ხვალ შეიძლება ქილერი მომიგზავნოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42