კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 19 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ოჟიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის შესახვევის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






