მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჩიაური "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა ოჩიაურის მამა და ამავე პარტიის წევრი იყო.
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი .
იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.
არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
მასალის გამოყენების პირობები






