"გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა"- რა დეტალები ხდება ცნობილი "გორგიას" მეპატრონის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებით
საზოგადოება - 18:44, 17 Oct, 2017     8558
კომპანია „გორგიას“ მეპატრონის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. გაზეთი “კვირის პალიტრა” გია გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს:

„ჩვენთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულები გატაცების გეგმას ამუშავებენ, ახსენებენ სახელებს: ნინო და ლალი… ისიც შევიტყვეთ, რომ გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის გატაცება ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თუმცა, როგორც „კვირის პალიტრისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე პოლიციას ჩვენება მისცა და უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატი დაენიშნა, გამოიყენა დუმილის უფლება. გამოცემის ინფორმაციითვე, ბრალდებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით, მათ ბიზნესმენის გატაცება შეუკვეთეს. მისი ჩვენებიდან ისიც გაირკვა, რომ ოთხეული შემკვეთის „გადაგდებას“ – მხოლოდ 500 000-ის მიცემას და ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა.“- წერს გამოცემა.

„კვირის პალიტრა“ ჩვენებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.

„გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო.”

შეგახსენებთ სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე 12 ოქტომბრის ღამეს ჩატარდა. სამართალდამცველების ინფორმაციით აყვანილი იქნა დანაშაულებრივი ჯგუფი: ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი, რომლებიც სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას” მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს, გამოსასყიდის სახით, ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42