სირიაში გამგზავრება თაფლობის თვის ნაცვლად - ФСБ-მ ლარსის გამშვებ პუნტქზე ახალგაზრდა ტერორისტი ქალი დააკავა
კრიმინალი - 16:29, 17 Oct, 2017     5592
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის, ФСБ-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსზე" დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთში პოტენციალურ ტერორისტების გადაბირებას ახდენდა. რომელი ქვეყნის მოაქალაქეა დაკავებული ქალი, სამართალდამცველები არ აცხადებენ.

"სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" მგზავრების ნაკადში გამოვლენილია და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელიც შემჩნეულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. დაკავებული ეჭვმიტანიალია ახალგაზრდების ტერორისტული სამიანობაში ჩართვაში და ე.წ. "რეკრუტების" სირიაში გამგზავრების დახმარებაში. "ჰიჯაბიანი გადამბირებლის" მსხვერპლთა შორის არაერთი რუსეთის მოქალაქეა," - აცხადებენ ФСБ-ში.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რუსეთში ნათესაური კავშირების გამო ჩამოვიდა. იგი უკვე დიდი ხანია აწარმოებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრთა გადაყვანას თურქეთ-სირიის საზღვარზე. ახალგაზრდა ქალი მამაკაცებს ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებოდა.

"მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, იგი კარგად ფლობს ფსიქოლოგიური მანიპულირების მეთოდებს. ქორწინების მოტივით, იგი ახალგაზრდა მამაკაცებს ადვილად უნერგავდა ექსტრემისტული მიმართულების რადიკალურ იდეებს და თაფლობის თვის ნაცვლად, ქორწინების რელიგიური რიტუალის დასრულების შემდეგ მისი მსხვერპლი პირდაპირ სირიაში მიემგზავრებოდა, რათა ტერორისტულ ორგანიზაციათა წევრი გამხდარიყო," - აცხადებს უწყება.

რუსი სამართალდაცველებისთვის ისიც ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალის პირველი ქმარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს დაიღუპა. სწორედ მან დააკავშირა ცოლი რადიკალ-ფუნდამენტალისტებს. მისი სიკვდილის შემდეგ მან პიროვნულ ჯიჰადად აქცია ახალგაზრდა მამაკაცების გადაბირება და ტერორისტული ორგანიზაციების რიგების შევსება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42