3 შვილი და მეუღლე დედამ მიატოვა... ბავშვები სტრესულ მდგომარეობაში არიან - ბოკუჩავების ოჯახის ტრაგედია
საზოგადოება - 16:04, 17 Oct, 2017     14201
“დედა” – განსაკუთრებული სიტყვაა. ის იბადება ჩვენთან ერთად და ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. დედას უდიდესი ადგილი უკავია ჩვენს სიცოცხლეში! ყოველთვის ვუზიარებთ მას გულისნადებს, სიხარულსა თუ მწუხარებას და მასში მუდამ ვპოულობთ თანადგომასა და გაგებას, რამეთუ დედობრივი სიყვარული თავისი ბუნებით – უპირობოა და მას სხვა გრძნობა ვერ შეედრება…

ამ ბავშვებს, რომელთა შესახებ ახლა გვინდა გიამბოთ, დედის გახსენაბა არ უნდათ და თუ მაინც გაახსენდათ – თვალებზე ცრემლი მოადგებათ და ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. არა, მათი დედა არ მომკვდარა, ის ცოცხალია, უბრალოდ…სახლიდან წავიდა.

5 წლის ლიზიმ, 9 წლის მარიმ და 12 წელის საბამ უმძიმესი, როგორიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, სტრესი გადაიტანეს. ისინი დედამ მიატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ეს მოხდა სამი წლის წინ.

როდესაც ქალმა უსიტყვოდ მიატოვა ოჯახი, მის მეუღლეს მინდია ბოკუჩავას – ბავშვების მამას, გულმა უმტყუნა. მას არ შეეძლო გაეცა პასუხი შვილების შეკითხვებზე: “სად არის დედა?”, “რატომ არ მოდის?”, “რატომ წავიდა?”, “როდის დაბრუნდება?”.

დიახ, მინდიას არ ჰქონდა პასუხი, იგი ვერ იჯერებდა: კარგი, დავუშვათ, წავიდა მისგან, მაგრამ ბავშვები – სამი მცირეწლოვანი შვილი როგორ გაიმეტა?! ის ვერ ამშვიდებდა ბავშვებს, ხოლო სულიერი ტკივილი იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი ინფარქტი დაემართა, შემდეგ კი მეორე და, ფაქტიურად, შრომისუუნარო გახდა.

მინდიამ საკუთარ თავზე აიღო დედის ფუნქციები: სადილს აკეთებს, თუ აქვს საშუალება რისგან გააკეთოს, რეცხავს, თუ აქვს საშუალება რა გარეცხოს! მინდია ბავშვებს უვლის მაშინაც კი, როდესაც გულის ძლიერი ტკივილი ხელ–ფეხს უკავებს.

რომ ვთქვათ ბოკუჩავების ოჯახი ღარიბულად ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ, რამეთუ მამა და სამი შვილი წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ: ნახევრად დანგრეული სახლი გაბზარული ჭერი, ობმოდებული კედლები, გაპარტახებული ავეჯი. დიახ, ასე გამოიყურება მათი საცხოვრებელი, რომელმაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი.

ლიზი 2 წლის იყო დედა სახლიდან რომ წავიდა, და საბედნიეროდ, პატარას იგი არ ახსოვს. საბედბიეროდ იმიტომ, რომ მარი, რომელსაც იმ ავბედით დღეს 7 წელი შეუსრულდა და დედა ახსოვს, დღემდე ვერ გამოსულა სტრესული მდგომარეობიდან და ხშირად თავისთვის ბუტბუტებს: «მე დედა არ მყავს, მე დედა არ მყავს, ჩემი დედა არის ჩემი მამა”. 12 წლის საბა კი საკუთარ თავში ჩაიკეტა: არავისთან საუბრობს, კლასში უსიტყვოდ ზის და მასწავლებლის შეკითხვაზე – “საბა, რა გჭირს?, პასუხობს თვალზე მომდგარი ცრემლებით, დაბნეულობითა და ბავშვური სევდით.

270 –ლარიანი სოციალური შემწეობა –ბოკუჩავების ოჯახმა თვიდან თვემდე უნდა იმყოფინოს. აქედან 100 ლარი ბინის ქირაში მიდის, ხოლო დანარჩენი – ეს ის მიზერია, რომლის მეშვეობით სნეულ მამას და მის შვილებს სული უდგათ, თუმცა აქ საუბარი მხოლოდ გადარჩენაზეა: ბავშვები ხშირად შიმშილობენმ, წვიმიან ამინდში სკოლაში ვერ დადიან ფეხსაცმლის და ტანისამოსის უქონლობის გამო და მთელი დღე ხელნაკეთ ღუმელს უსხედან ირგვლივ.

ეს ყველაფერი ხდება საკურორტო დაბა ანაკლიაში, რომელიც ბოლო წლებში აივსო მდიდრული სახლებით, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ამ შეჭირვებული ოჯახის დახმარება, შესაძლოა, საერთოდ, არ სურთ მათი შემჩნევა!

მეგობრებო, მინდია ბოკუჩავა და მისი შვილები საჭიროებენ ყველაფერს: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, თეთრეულს, ავეჯს, სასკოლო ნივთებს, საოჯახო ტექნიკას, ხოლო თვად მამა კი – ძვირადღირებულ პრეპარატებს.

თუ გაქვთ საშუალება დახმარების ხელი გაუწოდოთ ამ შეჭირვებულ ოჯახს, ბავშვებს, რომლებიც დედამ მიატოვა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მინდია ბოკუჩავა) ან გადარიცხოთ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/228-bokuchava/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩრიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით!

ამ ქოხს არ გააჩნია მთელი კედლები!

ბავშვებს ყოველდღე უხდებათ რისკზე წასვლა, რომ საპირფარეშოთი ისარგებლონ!

ეს პატარა კნუტი, რომელიც დედა–კატამ მიატოვა, ლიზიმ შეიფარა და არ დატოვა ბედის ანაბარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42