უამინდობა და სტიქია აჭარაში - რეგიონში საგანგებო შტაბი მუშაობს
საზოგადოება - 09:05, 17 Oct, 2017     1438

აჭარაში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. მეწყრულ კერებთან ერთად, ადგილი ჰქონდა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, რამაც ცალკეულ ადგილებში გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანებაც.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით და ხდებოდა მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

უხვმა ნალექმა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქედის და ქობულეთის რამოდენიმე სოფელს. დილიდან მობილიზებულია „ენერგო-პროს“ ბრიგადები და აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საკმაოდ უხვი ნალექი მოვიდა მთაში. ხულოში მოვისმინეთ ყველა სამსახურის ანგარიში, თუ რომელ სოფელში რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა სამსახური, მობილიზებულია, მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განსაკუთრებით ვადევნებთ თვალყურს ზვავსაშიშ ზონებს. თუ მუნიციპალური სამსახურები ვერ გაწვდება და დასჭირდებათ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, მზად ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, რომელიც ხულოსა და შუახევის პრობლემური ადგილების დათვალიერების შემდეგ, დაბა ქედის მდგომარეობას გაეცნო.

დაბა ქედაში ადიდებული მდინარე აკავრეთა კალაპოტიდან გადმოვიდა და დაბაში მდებარე სკვერი დატბორა. დაზიანდა სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

გეოლოგების რეკომენდაციით ზედა ჯოჭოში გაწმენდითი სამუშაოები განახლდება, როგორც კი გამოიდარებს. საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საგზაო დეპარტამენტის და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მობილური ჯგუფები, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.

საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ქედის გამგეობაში შეიკრიბა მომავალი ღონისძიებების გატარების დასაგეგმად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42