მძიმე მდგომარეობაა გმირთა მოედანზე, გაკირულთან, ექადიის მიმართულებით.
საპატრულო პოლიციამ როგორც გუშინ, დღესაც, დატბორვის გამო, გადაკეტა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი.ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა თალაკვაძის ქუჩაზე. სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.
როგორც ისინი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავენ, ადგილზე ჯერ არც სამაშველო სამსახური გამოჩენილა:
"ბავშვი ექიმთან მყავდა წასაყვანი, სახლიდან გამოვედი მანქანით და ერთი საათია ქუჩაზე ვერ გადავდივართ. მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან, არხებიც არ ატერებს მოვარდნილ წყალს, ეტყობა გასაწმენდია და სულ დატბორილია ეს ქუჩა. ვერც მანქანებით გავდივართ, ვერც ფეხით. აქ უნდა გაცურო მხოლოდ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, არც სამაშველო, არც ხელისუფლებიდან გამოჩენილა ვინმე, არადა საკრებულოს დეპუტატი ამ ქუჩაზე ცხოვრობს"-გვეუბნება ქალბატონი.
ასევე ოზურგეთში, სანაპიროზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებზე არსებული არსებული მძიმე ტექნიკა მდინარე ბჟუჟმა წაიღო.
ოზურგეთი -ჩოხატაურის საავტომობილო გზაზე, სადაც თითქმის ერთი საათის განმავლობაში მოძრაობა შეწყვეტილი იყო, მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა.
ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ადიდებული მდინარე ყურეფა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზაზე მოედინებოდა.
ადიდებულმა მდინარემ ათეულობით ჰექტარი საყანე ფართობები დატბორა, რომელიც სოფლებს; ნაგომარს, ასკანას და მზიანს ეკუთვნოდა.
ნაპირსამაგრი მონგრეულია სოფელ ცხემლისხიდში.
15-16 ოქტომბრის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები. დაღვარულია შიდა მიმოსვლის გზები. დაზიანებულია ხიდები, მილხიდები და გაბიონები; დატბორილია და დამეწყრილია ეზოები; საცხოვრებელ სახლებს ქარიშხალმა სახურავები გადახადა. დაიტბორა საყანე ფართობები. რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ლანჩხუთის სოფელ აცანაში მეწყერი ჩამოწვა.
ადგილი, სადაც ამ წუთებში გზა ჩახერგილია, საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაა.
მიმდებარე ტერიტორიაზე კი, გამაგრებით სამუშაოებზე გასულ წელს მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა.
"სამწუხაროა ფაქტი! კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის ,რომ ჯერ კიდევ პროექტირების დროს ვამბობდი(გამოცდილებიდან) და ვეუბნებოდი ხალხს ,რომ თეორიულად არსებობდა მეწყერის შეჩერების აღნიშნული მეთოდი, რომელიც პრაქტიკულად დადასტურებული არავის უნახავს -თქო! არ გამიგონეს თვითმმართველობაში და არ გამიგონეს არც აცანლებმა'?!-ასე ეხმაურება მომხდარ ფაქტს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი.
ამ წუთებში იქ იმყოფება სამაშველო და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები. როგორც ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურში გვპასუხობენ, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელ სახლებს პრობლემა არ შექმნია. უბრალოდ ჩახერგილია გზა და ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორას (ნიგოითის თემი) მცხოვრებლები, სადაც რამდენიმე ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია. დახმარებას ითხოვს.
არ არსებული სადრენაჟო სისტემის გამო, ადგილობრივებს სერიოზული პრობლემა აქვს შექმნილი. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები წყლითაა სავსე.
მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა ამ დრომდე წყლის ამოტუმბვითი სამუსაოები არ ადწყებულა.
პრობლემებია ჩოხატაურშიც, სადაც მოვარდნილი წყლის გამო, დაზიანდა გზები, მილხიდები და შეწყდა საავტომობილო მოძრაობა. 


მასალის გამოყენების პირობები






