მუქარა გამოქვეყნებული სტატიის გამო - პანკისის სათემო რადიო „WAY“ შსს და უშიშროების სამსახურს მიმართავს
საზოგადოება - 10:58, 15 Oct, 2017     978
პანკისის სათემო რადიო „WAY“ შსს და უშიშროების სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს რეაგირება მოახდინონ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პირებისგან რადიოს თანამშრომლებისა და დამფუძნებლების მისამართით მუქარის შემცველ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის მიმანიშნებელ განცხადებებზე.

"პანკისის სათემო რადიო WAY-ს ვებგვერდზე 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია“.

სტატიას მოჰყვა მკითხველთა ნაწილის აგრესია, სიძულვილის ენის და მუქარის შემცველი კომენტარები რესპონდენტის, სტატიის ავტორისა და სათემო რადიოს საქმიანობის მიმართ.

მკითხველთა ნაწილი დაჟინებით ითხოვს, რომ „მეტი დამაჯერებლობისთვის“, რადიომ დაასახელოს როგორც ძალადობის მსხვერპლის, ასევე იმ პირთა ვინაობა, ვინც მსხვერპლის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

გვსურს განვმარტოთ, რომ მსხვერპლის ვინაობა რადიომ არ დაასახელა მისივე თხოვნით. მასალის გამოქვეყნებაზე რედაქცია და რესპონდენტი შეთანხმდნენ კონფიდენციალობის პირობების დაცვით, ისე, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარიყო მსხვერპლის ან ამ საქმესთან დაკავშირებული პირების იდენტიფიცირება, რაც საბოლოოდ ისევ მსხვერპლის ვინაობის გარკვევის შესაძლებლობას მისცემდა დაინტერესებულ პირებს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-6 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

ქარტიის მე-3 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.

სტატიის გამოქვეყნებამდე რესპონდენტის მიერ მოთხრობილი ფაქტები გადამოწმდა რამდენიმე წყაროსთან, მათ შორის სამართალდამცავი და არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ინციდენტის თვითმხილველებთან. მასალის დასრულების შემდეგ, სათემო რადიოს რედაქტორი პირადად ესაუბრა მსხვერპლს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რადგან არსებობს მის მიმართ შურისძიების საფრთხე იმ ქვეყანაშიც კი, სადაც ის ახლა იმყოფება, მაქსიმალურად დაგვეცვა მისი კონფიდენციალობა.

მივმართავთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • რეაგირება მოხდინონ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პირების მიერ, პანკისის სათემო რადიოს საქმიანობის შეფერხების ან/და იძულებით შეწყვეტის, რადიოს დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მიმართ მუქარის შემცველ, მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სხვა უფრო მძიმე ქმედებებისკენ მიმანიშნებელ განცხადებებზე." - ნათქვამია განცხადებაში




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42